15:33 | 2020-06-09 ავტორი: ნინი ტაველიძე

Reuters – COVID-19 უჰანში, შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა

Reuters – COVID-19 უჰანში, შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსი ჩინეთში შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

 

უჰანში ძაღლი COVID-19-ით გარდაცვლილ პატრონს 3 თვე ელოდებოდა - ჰაჩიკოს რეალური ვერსია
2020-05-27უჰანში ძაღლი COVID-19-ით გარდაცვლილ პატრონს 3 თვე ელოდებოდა - ჰაჩიკოს რეალური ვერსია

 

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევა საავადმყოფოების ნიმუშებსა და საძიებო სისტემაში ხშირად მოძიებულ სიტყვებს ეყრდნობა

 

კვლევის თანახმად, ჩინეთის ქალაქ უჰანის იმ საავადმყოფოში, სადაც ოფიციალური ინფორმაციით ვირუსი 2019 წლის ბოლოს გავრცელდა, აგვისტოს თვეში მიმართვიანობა გაზრდილი იყო.

 

მიმართვიანობის გაზრდაზე სატელიტით გადაღებული საავადმყოფოს ავტოსადგომის ფოტოები მეტყველებს.

 

ასევე, დროის ამ პერიოდში ადამიანები საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად ეძებდნენ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა „გაციება“ და „დიარეა“.

 

დაკავშირებული იყო თუ არა მიმართვიანობის გაზრდილი მაჩვენებელი ახალ ვირუსთან ამის დაზუსტებით თქმა არ შეიძლება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ კავშირშია თუ არა მომართვიანობის გაზრდილი მაჩვენებელი ახალ ვირუსთან. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები ამყარებს ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ვირუსის გაჩენა ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზრის იდენტიფირებამდე გაცილებით ადრე მოხდა“,- ამბობენ კვლევის ავტორები.

 

კვლევას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სასაცილო უწოდა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +