14:02 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

რესპუბლიკურ საავადმყოფოში წითელი ხიდიდან სიცხით წლინახევრის ბავშვი შეიყვანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, საკარანტინო ზონაში მყოფ 38 მოქალაქესთან ერთად წლინახევრის ბავშვიც იმყოფება. მისივე თქმით, ბავშვის ოჯახმა საზღვარი წითელ ხიდთან გუშინ გადმოკვეთა და მას 37.5 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

 

„გვყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი, წლინახევრის. ეს არის აზერბაიჯანელების ოჯახი, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან. მათ საზღვარი წითელ ხიდთან გუშინ გადმოკვეთეს და მთელი ოჯახი, რადგანაც ბაბუას და შვილიშვილს ცხელება აღენიშნებოდათ, მოიყვანეს ჩვენთან. ბავშვსაც ჰქონდა ტემპერატურა 37.5. ამჟამად არცერთს ტემპერატურა არ აღენიშნება და იგეგმება მათი კარანტინში დატოვებაც“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში

 

კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 439 ადამიანი

ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი

 

 

სად უნდა მიიყვანოთ ბავშვი, თუ ეჭვობთ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები აქვს
2020-03-02სად უნდა მიიყვანოთ ბავშვი, თუ ეჭვობთ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები აქვს
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X