14:49 | 2020-04-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 60 პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

 

გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ნეგატიური პასუხები გვაქვს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს.

 

„დღეს 25 პაციენტს ჩაუტარდება კორონავირუსზე კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება კვლევის შედეგების პასუხი.

 

ზოგიერთს მაღალი ცხელება აქვს, მაგრამ განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი არ გვყავს.

 

გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. ასევე გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.

 

ორივეს აღენიშნება პნევმონია. საბედნიეროდ, არცერთს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. ჟანგბადის ინტენსიური მიწოდების ფონზე ინარჩუნებენ სუნთქვის ნორმალურ კომპონენტს“, – განმარტავს გოფოძე.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

 

COVID-19-ის დამარცხება ბოლო მონაცემებით 50-მა პაციენტმა შეძლო. უცვლელია გარდაცვლილთა რიცხვი. კორონავირუსით საქართველოში სამი ადამიანი დაიღუპა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +