fbpx
13:24 | 2020-10-12 ავტორი: თამთა თორდია

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ახალსოფლის, ადლისაა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ახალსოფლის, ადლისაა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

 

მაჟორიტარი კანდიდატების მორიგი შეხვედრა  ახალსოფლის, ადლისაა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებთან  შედგა.

 

კანდიდატებმა ახალსოფლის მოსახლეობას აცნობეს, რომ უახლოეს პერიოდში დასასრულს მიუახლოვდება და ექსპლუატაციაში შევა ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რის შემდგომაც, ამ დასახლების დამატებით 1000 აბონენტი  წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

 

შეხვედრაზე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X