16:44 | 2020-06-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო – რას წერს კახი კალაძე ბერა ივანიშვილზე

რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო – რას წერს კახი კალაძე ბერა ივანიშვილზე

„გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, „ტიკ-ტოკი“ რატომ გაქვსო. რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე წერს, რითაც „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

 

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებს, ბერა ივანიშვილის მეგობარი ავთო ბილანიშვილი მფარველობს. 

 

კალაძის თქმით, ტრაგედიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია.

 

„რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს – „ტიკ-ტოკი“ რატომ გაქვსო.

 

რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არადა, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება, არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე და თავის სიხარულს, ინტერესებს, გულისტკივილს, ცხოვრების საინტერესო მომენტებს გამოხატავს ისე, როგორც უნდა, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.

 

უბრალოდ, ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და „ხელებიც დამიბანია“.

 

ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ „ფეიკმოღვაწეობაზეა“, ეს სტატუსი ისევ „მთავარ“ მატყუარაზეა… საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის.

 

ამორალურია ეს ყველაფერი!

 

დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!“, – წერს დედაქალაქის მერი.

 

რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო,…

Posted by Kakha Kaladze on შაბათი, 27 ივნისი, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X