
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით არის შესაძლებელი.
გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძის მიერ „რემდესივირის“ გამოყენებასაც ეხმაურება. როგორც იგი ამბობს, თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო და ამასთან, მაღალი დონის სპეციალისტია, პრეპარატის სახით „რემდესივირის” საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
“როგორც მე ვიცი, „რემდესივირზე“ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ვიცი რომ სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი, ის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში და არა ამბულატორიებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობსთვის, 29 ნოემბერს, გამოჯანმრთელების შემდეგ თენგიზ ცერცვაძემ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მანდ მკურნალობისთვის „რემდესივირი“ გამოიყენა, რომელიც უცხოეთიდან გამოუგზავნეს.