11:59 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

რეკომენდაცია არაადგილობრივებისთვის – ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში!

რეკომენდაცია არაადგილობრივებისთვის – ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში!

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველი, სოზარ სუბარი, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სრულად უზრუნველყოფა დაევალა, ჩაკეტილ ქალაქებში ჩავიდა.

 

„ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამისთვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება და ისინი დარჩებიან აქ ორი კვირის განმავლობაში“- განაცხადა სოზარ სუბარმა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მარნეულში არ ცხოვრობენ, თუმცა იქ იმყოფებოდნენ და შეზღუდვების გამო ქალაქს ვერ ტოვებენ.

 

რაც შეეხება სატრანზიტო მოძრაობას, სოზარ სუბარის თქმით, ტვირთების გადაადგილება უპრობლემოდ ხორციელდება.

 

„სატრანზიტო მოძრაობა ტვირთებდან დაკავშირებით არის უპრობლემო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს გავლით გავლით აპირებენ სხვა ქვეყანაში მოხვედრას, გააცილებს საპატრულო პოლიცია, ანუ მათ არ აქვთ უფლება, დატოვონ მანქანა ერთი წუთითაც კი. კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანები, ექიმები ან პაციენტები, რომელთაც ოპერაცია აქვთ ჩასატარებელი ან ქიმია გასაკეთებელი, სრული წესების დაცვით მიდიან და ბრუნდებიან უკან ისე, რომ მათ სხვაგან არ უწევთ კონტაქტი“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაკეტილია – მის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ  საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები