fbpx
12:43 | 2021-02-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რეიტინგი გაქვს… ოღონდ ჯერ გამოიძინე – როგორ ეხმიანებიან სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას

რეიტინგი გაქვს… ოღონდ ჯერ გამოიძინე – როგორ ეხმიანებიან სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა.

 

გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.

 

მისი თქმით, ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.

 

გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

პრემიერმინისტრის თანამდებობიდან წასვლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გთავაზობთ, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების გამოხმაურებებს:

 

 

ნახეთ ვიდეო: როგორ ეხმიანებიან სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: მეგრელი მაინც მეგრელია რა. იცის რა დროს წავიდეს და როგორ წავიდეს. აბა ბატონო ბიძინა, ირაკლი კობახიძეს თუ დანიშნავთ პრემიერად, პირობას ვდებ, რომ შემიყვარდებით.

 

კახი მამულაშვილი (პროდიუსერი): წლის ტრიუკი.

 

ირინა სარიშვილი: გახარია კი არ გადადგა, გაიქცა! ვისაც ჭკუა გაქვთ – მიყევით!

 

გიგა მაქარაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი): დაგაჯდა სიკვდილის ბუზი?

 

ირა ჭელიძე (პიარის სპეციალისტი): გახარია, რეიტინგი გაქვს. ჰქმენი პარტია, ოღოდ ჯერ გამოიძინე.

 

ეკა კვესიტაძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ უკონტროლო ფსიქოპათების, ძალიან საშიში ხალხის ხელში დარჩა ქვეყანა. არაფერი არ არის გამორიცხული, თუ მთავარი ფსიქოპათი ძალიან არ შეაშინეს საკუთარ დაბადების დღეზე.

 

ნიკა გვარამია: ყოველთვის ყველაფერი მეგრელების საკეთებელი რავაა ამ ქვეყანაში

 

იაგო ხვიჩია: აირია მონასტერი.

 

ნოდარ რუხაძე​: დამაცადეთ სიხარული, მერე გავაანალიზოთ.

 

მარიამ გეგუჩაძე: 2 წლით კი დააგვიანა მაგრამ, დღეს გაიქცა გიორგი გახარია. არ ეგონოს, რომ ვინმეს დაავიწყდება 20 ივნისი. ეს ერთი და სხვა მრავალი.

 

ვახო სანაია (ჟურნალისტი): იმედმა – მელიას დასასრულიო წააწერა და გახარია გადადგა.

 

დავით ერაძე: ქვეყანა, რომელსაც „რკინის პრემიერს“ წკლიპურტით გიგდებს „პოლიტიკიდან წასული“ შიზოიდი, მართლაც უკვე ძალიან სახიფათო ხდება და როდესაც ვფიქრობ ვინ ჩაანაცვლებს, მართლა უკვე ძალიან ვნერვიულობ! #გახარიაჩემიპრემიერია ხალი აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ, ბოდიში და თქვენს თავებზეც იმასაქნეს.

 

ლევან ბერძენიშვილი: BBC გვაუწყებს, პრემიერი გვარამია (!) გადადგაო.

 

თამარ ჩერგოლეიშვილი: გახარიას ქება იმის გამო, რომ რისკზე არ წავიდა, ზედმეტი მგონია და ნერვებს მიშლის.

 

ელენე ხოშტარია: ძალიან სწორი და დასაფასებელი გადაწყვეტილება!

 

ხათუნა ხოფერია: სულ მიკვირდა, ამ ხალხს ნიკა მელიას „აშეინიკის“ მეტი პრობლემა რატომ არა აქვთ-თქო… თურმე, ხელოვნური კრიზისის საფუძველს ქმნიდნენ.

 

თეა ადეიშვილი: ნაცების ოფისში რომ მოვიდეს ახლა

 

ყველასთვის კარგად ნაცნობი ცუგა – კუპატა ბათუმიდან ↓

 

ერთ-ერთი მოქალაქის კომენტარი;

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X