00:13 | 2021-06-01 ავტორი: თათია ცუკოშვილი

რეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება! – ნახეთ, შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

რეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება! – ნახეთ, შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

 

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ სფეროებს, რომლებსაც რეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი ეხებათ.

 

კვების ობიექტები

Tiflis Veranda - Picture of Tiflis Veranda Restaurant, Tbilisi - Tripadvisor

 

კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვაც სრულად იხსნება. მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ. თუმცა აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.

 

 

საქართველოში შემოსვლა

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

 

სახმელეთო საზღვრები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით.

 

 

ასევე, სამშაბათიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

 

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
2021-05-31ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
ავტორი: თათია ცუკოშვილი

X