23:53 | 2020-09-19 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„რაც მომხდარი გავახმაურე, ჩემს მანქანასთან სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების ხუთი მამაკაცი იდგა დილიდან საღამომდე“ – შავი ბრილიანტის სკანდალი გრძელდება

„რაც მომხდარი გავახმაურე, ჩემს მანქანასთან სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების ხუთი მამაკაცი იდგა დილიდან საღამომდე“ – შავი ბრილიანტის სკანდალი გრძელდება

„არ ვამტკიცებ, რომ ჩემს დასაშინებლად იყვნენ სახლთან, ჩემს მანქანასთან სავარაუდოდ, ჩეჩენი მამაკაცები და უცხო ნომრით, რომლის მფლობელიც არსად ფიქსირდება, მირეკავდა და ხმას არ იღებდა, მაგრამ მე ეს გაფრთხილებად და დაშინების მცდელობად აღვიქვი“ – ასე დაიწყო საუბარი პრაიმტაიმთან ნატალია კინგმა.

 

მასზე „პრაიმტაიმი“ რამდენიმე დღის წინ წერდა…

 

ნატალია კინგი საზოგადოებამ ხმაურიანი განაცხადით გაიცნო. ის საიუველირო მაღაზიათა ქსელ Franco Fontana-ს ყალბი ბრილიანტების მიყიდვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შავი ბრილიანტების ნაცვლად, ხელში ნახშირი შერჩა… მას შემდეგ, რაც ამ ისტორიაზე საჯაროდ ისაუბრა, სახლის ეზოში, მის მანქანასთან უცხო მამაკაცები შენიშნა, მერე საეჭვო სატელეფონო ზარი მოჰყვა. ვარაუდობს, რომ ეს გაფრთხილება და დაშინების მცდელობაა.

 

ნატალია კინგი სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ სამართალდამცველებს უკვე მიმართა, თუმცა ალტერნატიული გეგმაც აქვს… ის, რაც საკუთარი ძალებით აქამდე გაარკვია ის არის, რომ 6 000 დოლარად ნაყიდი ბეჭედი ექსპერტებმა 540 დოლარად  შეაფასეს… ვარაუდობს, რომ მაღაზიის მფლობელს მფარველები ჰყავს, მასთან გარიგებაში არიან ექსპერტებიც, ამიტომ ბრილიანტების შეფასების დასკვნას ან ვერ წერენ, ან ხელს არ აწერენ და ბეჭდით არ ამოწმებენ…

 

„მომხდარის გამო, „ვაკე-საბურთალოს“ პოლიციის სამმართველოს 2 სექტემბერს მივმართე. როგორც მითხრეს, უკვე გამოკითხულია Franco Fontana-ს მფლობელი და გამოსაკითხი კიდევ ერთი პირი არისო. შემდეგ კვირას გეტყვით, საქმე აღიძვრება თუ არაო…

 

სამწუხაროდ, როცა ერთ-ერთ არხზე სიუჟეტი გავიდა ჩემს შესახებ, მთავარი კადრები ვერ თუ არ მოხვდა, ჟურნალისტი კამერებთან ერთად დამყვებოდა სხვადასხვა ექსპერტთან, რომლებსაც Franco Fontana-ში ნაყიდ 6000 ლარიან ბრილიანტის ბეჭედს ვამოწმებინებდი და თითოეული მათგანი ამბობდა, რომ ეს ბრილიანტები არ იყო…

 

 

ყველაფერი ასე დაიწყო, მე, როგორც Franco Fontana-ს VIP მომხმარებელს, მაღაზიის მენეჯერი დამიკავშირდა და სპეციალური შეთანაზებით ვიყიდე 20 000 ლარის ღირებულების ბეჭედი… ამის შემდეგ, ეს სადაო, შავი ბრილიანტის ბეჭედი შემომთავაზეს და ისიც ვიყიდე…

 

 

ჩემს შვილს დაბადების დღეზე ისევ Franco Fontana-ში ვუყიდე ბეჭედი და ძალიან მალე გაფუჭდა. მაღაზიაში მითხრეს, რომ პანდემიის გამო, შეკეთებას 6 თვეზე მეტი დასჭირდებოდა და ამიტომ, სადგურის მოედანზე წავედი, იქ ვნახე ქალი, რომელსაც ყალბი ბრილიანტები მიჰყიდეს და მაშინ, სურვილი გამიჩნდა, მეც შემემოწმებინა. შავი ბრილიანტის ბეჭედთან ერთად, სხვა ნივთებიც წავიღე და შევამოწმებინე. მითხრეს, რომ ჩემს ბეჭედში ბრილიანტის თვლები არ იჯდა, სხვებთანაც გადავამოწმე და იგივე პასუხი მივიღე.

 

დავურეკე Franco Fontana-ს მენეჯერს და ვუთხარი, რაც მოხდა და ამიტომ, დაბრუნება მინდოდა… შემომთავაზეს მათი ექსპერტის შეფასება, რაზეც რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მივიდი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში და იქ დამემუქრნენ, რომ ხმამაღალი საუბრის გამო, პოლიციას გამომიძახებდნენ. საუბარს აზრი აღარ ჰქონდა… საბუთს მე მთხოვდნენ, რომ დამედასტურებინა ბრილიანტების სიყალბე.

 

ამაზეც გავბრაზდი და ვუთხარი, რომ თავად უნდა დაემტკიცებინათ თვლების ნამდვილობა. მერე ჩემმა მეუღლემ დარეკა და მას უთხრეს, რომ შეგვახვედრებდნენ „თავიანთ გოგოებს“ და ნოტარიუსთან მათ წაყენებულ პუნქტებზე ხელი უნდა მომეწერა, რაც შემდეგს გულისხმობდა: არ უნდა მეყიდა მათთან არცერთი ნივთი, რასაც ისედაც აღარ ვაპირებდი; ამ მაღაზიაში ნაყიდ სხვა ნივთებზე პრეტენზია აღარ უნდა გამომეთქვა, თუნცა წუნი ჰქონოდა; სოციალურ ქსელში Franco Fontana-ში მომხდარზე დაწერილი პოსტი უნდა წამეშალა და ეს ინციდენტი არ უნდა გახმაურებულიყო.

 

თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი… ჯერ, როგორც მოტყუებული და მერე, როგორც არასანდო ადამიანი, რომელსაც ნოტარიალური შეთანხმებით დაამუხრუჭებდნენ. მიმაჩნია, რომ სანოტარო არაფერი მაქვს. მოტყუებული და დაზარალებული ვარ.

 

მირჩიეს, ტექნიკური  უნივერისტეტის ლაბორატორიაში წამეღო ეს ნივთი, სადაც მითხრეს, რომ ბრილიანტები არ იყო. გამომკითხეს სად  ვიყიდე და რას ვაპირებდი, როცა ვუთხარი, რომ ეს ნივთი Franco Fontana-ში მქონდა ნაყიდი და ჩივილს ვაპირებდი, დასკვნის მოსაცემად მეორე დღეს დამიბარეს, მივხვდი რაც მოხდებოდა.

 

 

მითხრეს, რომ რაღაც ბრილიანტი იყო, დიდი რაოდენობით მეტალს შეიცავდა და მე რომ მაჩუქოთ საჩუქრადაც არ მინდაო… იქვე ექსპერტმა სახელად ხათუნამ მითხრა, რომ ის ნამდვილი შეფასების დასკვნის მომზადების მერე გაიტაცეს და ახლაც, პოლიციაში დევს გამოუძიებელი საქმე, მზად ხარ ებრძოლოო? ორი თვის წინ, ძალიან ცნობილის დედამ 31 000-ად ბეჭედი იყიდა, ისიც ყალბი აღმოჩნდა და Franco Fontana-მ გახმაურების გარეშე, ეს თანხაც აუნაზღაურა და 9 000 ლარიც ზიანის გამო, დაუმატეს. ამის შემდეგ, სხვა საიუველირო სალონში წავედი, სადაც აღმოჩნდა, რომ იგივე ექსპერტები მუშაობენ, დაწერეს, რომ ალმასი იყო, მაგრამ ექსპერტმა არც ხელი მოაწერა და არც ბეჭედი დაარტყა, 6000 ლარად ნაყიდი ბეჭედი კი 340-დან 540-მდე ღირებულების ნივთად შეაფასა… მომსახურების თანხა არ გადამახდევინეს, თქვეს, ალბათ, ხვდები რაც ხდებაო…

 

ყველაზე გამაოგნებელი კი ის აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ძვირფასი ქვების შეფასების ექსპერტიზა არ კეთდება, მსგავსი მომსახურება ბოლო 2 თვეა არ გვქონია… რა თქმა უნდა, ექსპერტიზაზე რას ვაპირებ ახლა, საჯაროდ არ ვიტყვი, რადგან მაქვს გონივრული  ეჭვი, რომ Franco Fontana-ს მფლობელს მფარველები ჰყავთ.

 

ყველაზე ამაზრზენი  ერთი შეხედვით, თანამედროვე კომპანიის დამოკიდებულებაა – პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ წუნიან ნივთს იბრუნებდნენ საქმეების გარჩევის გარეშე. ამის ნაცვლად, ჩემი მისამართით იმუქრებიან…

 

მას შემდეგ, რაც მომხდარი გავახმაურე, ჩემს მანქანასთან სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების ხუთი მამაკაცი იდგა დილიდან საღამომდე… იმდენად შემზარავი იყო და საშიში, რა მეფიქრა არ ვიცოდი, მერე უცხო ნომრიდან მირეკავდნენ და ხმას არ იღებდნენ, როცა თავად იგივე ნომერზე დავრეკე, ხმას ისევ არ იღებდნენ.

 

თბილისში ნაყიდ 6 000 ლარის ღირებულების ბეჭედში ბრილიანტის ნაცვლად ნახშირი აღმოჩნდა?! - რას ამბობენ მხარეები
2020-09-13თბილისში ნაყიდ 6 000 ლარის ღირებულების ბეჭედში ბრილიანტის ნაცვლად ნახშირი აღმოჩნდა?! - რას ამბობენ მხარეები

 

ეს ინფორმაციები ერთ-ერთ ადამიანს აქვს და თუ რამე მოხდა, ის გაასაჯაროებს. როგორც გავიგე, Franco Fontana-ს მფლობელისთვის ჩემი შემთხვევა პირველი არ ყოფილა, ბევრი ჰყავს მოტყუებული და ყოფილა შემთხვევები, როცა კრიმინალური ავტორიტეტებიც ჩაურევია პრობლემების მოგვარებაში, ჰყავს ადამიანები, რომლებსაც ნამდვილი თვლები არ მიჰყიდა… ამ ინფორმაციებს ახლა ვიგებ… გავიგე, რომ კი უწერიათ, რომ იტალიური სამკაულებია, მაგრამ ახლა გავიგე, რომ თურქეთიდან ჩამოაქვთ. როცა ვყიდულობდი, ეჭვი არ შემიტანია… საინტერესოა, თუ წარმოადგენს დეკლარაციას, როგორ შემოიტანა ქვეყანაში ეს ნივთი…

 

ცნობილ სახეებზე მინდა ვთქვა, რომლებიც ალბათ, თეთრსაც არ ხარჯავენ  Franco Fontana-ს სამკაულებში, მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ მაღაზიას და არც კი ფიქრობენ, რომ  სიმართლის გარკვევამდე მაინც დაიცადონ… Franco Fontana-ს facebook-ის გვერდზე თავის ხალხს აწერინებენ,  რომ ვარ უზნეო ქალი, რომელიც ვიღაც გამოიყენა…

 

ხალხს არ ვთხოვ, რომ ჩემი უპირობოდ დაიჯერონ. ხომ არსებობენ დამოუკიდებელი ექსპერტები და ისინი ჩარიონ. მათთან ნაყიდ სხვა ბეჭედში 20 000 ლარი გადავიხადე, იმ შემთხვევას გამოვიყენებდი… ჯამში, ნახევარ კილოგრამზე მეტი ოქრო მაქვს ნაყიდი…

 

ჩემი მიზანი ტყუილის წინააღმდეგ ბრძოლაა, მე არც ამაშენებს და არც დამაქცევს ეს 6 000 ლარი, მაგრამ კარგი ისაა, რომ სხვას ვეღარ ან ნაკლებად მოატყუებენ…“ – ამბობს ნატალია კინგი.

 

„პრაიმტაიმი“ Franco Fontana-ს დაუკავშირდა, თუმცა მაღაზიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მაშინ გააკეთებენ, როცა ამის დრო მოვა… 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +