22:02 | 2020-10-09 ავტორი: თამთა თორდია

რატომ ვერ მოხვდა „ლელოს“ ე.წ. გამსვლელ სიაში ანი მიროტაძე

რატომ ვერ მოხვდა „ლელოს“ ე.წ. გამსვლელ სიაში ანი მიროტაძე

საქართველოს გათავისუფლება საჩხერიდან დაიწყება – აცხადებს ანი მიროტაძე, რომელიც „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატია საჩხერეში.

 


მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ რეგიონში მოუწევს ბრძოლა, პარტიული სიიდან ის „გადაზღვეული“ არ არის. სიაში ანი 120-ე ნომრად არის მონიშნული.

 

როგორ აღმოჩნდა ის „არაგამსვლელ ნომრად“ პარტიულ სიაში, ანი მიროტაძემ მიზეზი 2020 news-თან ინტერვიუში ახსნა.

 

„მე თავიდანვე ვთქვი, რომ წავედი ყველაზე რთულ ოლქში. ეს ოლქი არის ბიძინა ივანიშვილის „წინა და უკანა ეზო“. საქართველოში ასეთი სირთულის არცერთი ოლქი მეგულება. ცხადია, რომ საჩხერეში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მოქმედებს…

 

ამ ხალხის გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიაში ყოფნა, ანდა გამსვლელი სიით პარლამენტში შესვლა. მე უკვე ვიყავი პარლამენტის წევრი და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა პარლამენტშიც და რამდენად არის შესაძლებელი ბრძოლა პარლამენტს გარეთაც…

 

ამდენად, კითხვა – თუ რატომ არ ვარ სიით გადაზღვეული, ჩემთვის არის ძალიან უხერხული და იმედი მაქვს, სხვა დროს აღარ დამისვამენ ამ კითხვას“,- აცხადებს ანი მიროტაძე.

 

ავტორი: თამთა თორდია


X

error: Content is protected !!