14:53 | 2020-07-10 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

რატომ ვერ დაეხმარა გური ამირხანაშვილი გიორგი შაქარაშვილს – დეტალები საქმის მასალებიდან

რატომ ვერ დაეხმარა გური ამირხანაშვილი გიორგი შაქარაშვილს – დეტალები საქმის მასალებიდან

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. სადაც დეტალურად არის აღწერილი 19 ივნისს, სოფელ ნარეკვავში გამართული დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებული კონფლიქტი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებით დასრულდა.

 

როგორც საქმის მასალებში ვკითხულობთ, „დაახლოებით 23 საათზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირაკლი წაქაძემ, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ, სცემეს ნიკოლოზ ხეჩოშვილი და ვახტანგ ჩიქოვანი.

 

რის შემდეგაც გიგა ტატიაშვილმა და ვახო ჩიქოვანმა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ ძალადობას, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდნენ.

 

თუ ვერ მოვახერხებ შვილის ორმოცზე დასწრებას, თავს მოვიკლავ! - სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი სუიციდით იმუქრება
2020-07-10თუ ვერ მოვახერხებ შვილის ორმოცზე დასწრებას, თავს მოვიკლავ! - სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი სუიციდით იმუქრება

 

კერძოდ, ნიკოლოზ ხეჩოშვილის და ვახტანგ ჩიქოვანის ცემის გამო, შურისძიების მოტივით, დაახლოებით 00:30 საათზე, გიგა ტატიაშვილის და ვასილ მახარაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილები გაემგზავრნენ მცხეთაში. სადაც მათ ელოდებოდათ ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი.

 

შემდგომ, მათ მომხდარი ჩხუბის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, კონსტანტინე ღიბრაძეს, გურამ ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს და იაკობ ბრეგვაძეს.

 

ახალგაზრდებს დაედევნენ საცემად და ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ვახტანგ ახვლედიანს. ხოლო გიორგი შაქარაშვილმა, გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ თავს გაქცევით უშველეს.

 

ექსპერტიზა: შაქარაშვილს აღენიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები
2020-07-10ექსპერტიზა: შაქარაშვილს აღენიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები

 

ვახტანგ ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, აკაკი ქვრივიშვილმა, ზეზვა ხომასურიძემ, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა გურამ ამირხანაშვილი ბუჩქებში დამალული იპოვეს და აღუკვეთეს თავისუფლება.

 

კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვეს ავტომობილის უკან სავარძელზე და დაუსხდნენ გვერდებში, რომ არ გაქცეულიყო, რის შემდეგაც, ასევე მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს თბილისში – დიდუბეში.

 

გურამ ამირხანაშვილი მათ სთხოვდა გაეჩერებინათ ავტომობილი და გადასვლის საშუალება მიეცათ, მაგრამ ვახტანგ ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, აკაკი ქვრივიშვილმა, ზეზვა ხომასურიძემ, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ამის საშუალება არ მისცეს“ , – აღნიშნულია საქმის მასალებში.

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +