fbpx
13:24 | 2020-08-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რატომ შეუჩერეს მღვდელმსახურება სასულიერო პირებს, რომლებმაც დეკანოზი მამალაძე ციხეში მოინახულეს

რატომ შეუჩერეს მღვდელმსახურება სასულიერო პირებს, რომლებმაც დეკანოზი მამალაძე ციხეში მოინახულეს

ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ძმა თორნიკე მამალაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპატრიარქო სასულიერო პირებს სასჯელაღსრულებაში მის ძმასთან შესვლის უფლებას არ აძლევს.

 

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2020-03-16საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

მისივე თქმით, საპატრიარქომ ორივე მღვდელმსახურს, რომელებიც ციხეში დეკანოზის მოსანახულებლად და საზიარებლად შედიოდნენ მღვდელმსახურება შეუჩერა.

 

ერთ-ერთი მათგანის ანდრია სარიაა, რომელსაც მღვდელმსახურება პირადად პატრიარქის გადაწყვეტილებით შეუჩერდა. თორნიკე მამალაძის თქმით, იგივე ზომები გატარდა კიდევ ერთი სასულიერო პირის მიმართ, საუბარია – მამა ათენოგენზე.

 

„სასულიერო პირებს, რომლებსაც ჩვეულებრივად შეუძლიათ შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საპატრიარქო არ აძლევს საშვს, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ამბობენ, რომ დეკანოზ მამალაძის სანახავად შედიან. არა ერთი ფაქტი მოხდა ასეთი.

 

თითოეული სასულიერო პირი, რომლებიც შედიოდნენ და ნუგეშს სცემდნენ, ყოველი მათგანი დასაჯეს და მღვდელმსახურება აუკრძალეს, ეს არის მამა ანდრია და მამა ათენოგენი.

 

იგივეს ცდილობს ახლაც საპატრიარქო, რომ არც ერთი სასულიერო პირი არ შევიდეს ჩემს ძმასთან, რადგანაც მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ჩემი ძმა საგულდაგულოდ დასაჯონ, დასაჯონ რადგანაც მაგალითი იყოს იმისა, რომ საპატრიარქოს შავბნელ საქმეებზე სხვა სასულიერო პირმა როგორც ჩემმა ძმამ თავის დროზე ხმა აიმაღლონ.

 

მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ მღვდელმსახურება შეუჩერეს არის ის, რომ ნუგეშს სცემდნენ და აზირებდნენ. მაგრამ  როდესაც საპატრიარქომ შეუჩერა, მიზეზი სხვა ჰქონდათ – პატრიარქს არ იხსენიებდნენო“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე. 

 

რაც შეეხება გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, დეკანოზი კვლავ პარალიზებულია და წოლით რეჟიმში განაგრძობს უკანონო პატიმრობის მოხდას.

 

„პრაიმტაიმი“ საქართველოს საპატრიარქოს პრესამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირდა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

 

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X