11:26 | 2020-07-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რატომ შეიკრიბნენ ქართველი „კანონიერი ქურდები“ ანტალიაში?

რატომ შეიკრიბნენ ქართველი „კანონიერი ქურდები“ ანტალიაში?

ქართველი და არამარტო ქართველი „კანონიერი ქურდები“ თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

შეკრება მერაბ ჯანგველაძის კლანის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ესწრებოდნენ გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტები“: აკაკი ლანდია, მერაბ ბახია, ირაკლი ყალიჩავა და სხვ.

ექსტრადაცია გერმანიიდან - როგორ დატოვა ქვეყანა დავით ჭაკუამ დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად
2020-07-03ექსტრადაცია გერმანიიდან - როგორ დატოვა ქვეყანა დავით ჭაკუამ დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად

 

როგორც რუსული მედია წერს, ამ შეხვედრამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დაასუსტოს პატიმრობაში მყოფი კრიმინალური „გენერლის“, შაქრო კალაშოვის გავლენები, ვინაიდან ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლები რამდენიმე კონფლიქტურ სიტუაციაში კალაშოვის პოზიციით უკმაყოფილონი არიან.

 

მათ შორის ერთი ეპიზოდი უკავშირდება გურამ ჩიხლაძის, იგივე „კვეჟოვიჩის“ ფიზიკურ დაპირისპირება გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის გარემოცვასთან.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X