12:15 | 2020-06-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რატომ მალავდა ვინაობას თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე

რატომ მალავდა ვინაობას თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქავათარაძეზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვია. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

„კურიერის“ ინფორმაციით სუს-ი დაკავებულს, რომელიც აჰმედის სახელითაა ცნობილი, საკუთარ ვინაობას და საქმიანობას მალავდა.

 

რა მიზნით იმყოფებოდა პანკისში რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში სპეცოპერაციის დროს დააკავეს
2020-06-13რა მიზნით იმყოფებოდა პანკისში რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში სპეცოპერაციის დროს დააკავეს

 

დაკავებულის უფლებადამცველი ნინო მიქატაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება სხვა ქვეყნის მოთხოვნით მოხდა.

 

„ვიცავ ვასამბეგ ბოკოვის ინტერესებს, რომელსაც მიმდინარე წლის 14 ივნისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვას მისი გამოყენების მიზნით და, ასევე, ამ დოკუმენტის გამოყენებას. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს უკვე მიმართა და ბრალდებულის პირველი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ბრალდების მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახე გახლავთ დაპატიმრება“, – აღნიშნა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, 5 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი დააკავა.

 

მოგვიანებით, სამართალდამცავებმა, პანკისის ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სახლიდან არაფერია ამოღებული.

 

დაკავებული მამაკაცი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X