18:45 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

რატომ ისვამდა სხდომებზე გვერდით თავისი დეპუტატობის პერიოდში სასულიერო პირს ავლიპ ზურაბაშვილი

რატომ ისვამდა სხდომებზე გვერდით თავისი დეპუტატობის პერიოდში სასულიერო პირს ავლიპ ზურაბაშვილი

„1978 წელს მე მყავდა პაციენტები – ლერი და მერი. ერთ მშვენიერ, მზიან დღეს ორივე კლინიკის ეზოში დასეირნობდა. როცა ისინი საცურაო აუზს მიუახლოვდნენ, მოულოდნელად ლერი ჩახტა შიგნით და ჩაიძირა. მერი მაშინვე თავით გადაეშვა მის გადასარჩენად.

 

ის ჩაცურდა აუზის ფსკერისკენ და მეგობარი ამოიყვანა. როგორც კი შევიტყვე მერის გმირული საქციელის შესახებ, საავადმყოფოდან მისი დაუყოვნებელი გაწერის ბრძანება გავეცი, რადგანაც ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ის უკვე კარგად იყო.

 

გაწერისას მერის ვუთხარი: „ჩვენ კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს თქვენთვის. კარგი იმაში მდგომარეობს, რომ საავადმყოფოდან გიშვებთ. რადგანაც შეძელით გადახტომა და სხვა ადამიანის გადარჩენა, დავრწმუნდით რომ ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა გაქვთ და მენტალურად სტაბილური ხართ.

 

ცუდი კიდევ ის არის, რომ ის პაციენტი, თქვენ რომ გადაარჩინეთ, სააბაზანოში ჩამოეკიდა და ამის მერე მოკვდა“. მერიმ ამაზე მიპასუხა: „ექიმო, ლერი თავისით არ ჩამოკიდებულა. მე ჩამოვკიდე იქ გასაშრობად“.

 

ის არ იყო მწერალი, რომ ამ პატარ-პატარა ისტორიებით კომედიურ ჟანრში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა, არც კინორეჟისორი იყო, რომ შესაძლებლობა მისცემოდა და ეკრანზე გადაეტანა.

 

დედებისგან მიტოვებული ბავშვების მკვლელი ქალის ბოლო სიტყვები: „ღმერთო, ნუ დამტანჯავ“
2020-05-10დედებისგან მიტოვებული ბავშვების მკვლელი ქალის ბოლო სიტყვები: „ღმერთო, ნუ დამტანჯავ“

 

ის თავად იყო ყველა ამ ისტორიის მთავარი გმირი და, გარდა იმისა, რომ თითოეული მათგანისთვის გულდასმით მოესმინა და განეკურნა, სხვას ვერაფერს გააკეთებდა.

 

ყველგან, სადაც კი თავისი ჰაბიტუსით გამოჩნდებოდა, სიცილს იწვევდა. ის საინტერესო იყო არამხოლოდ პროფესიით, საინტერესო იყო, ასევე, თავისი სიარულის მანერით, ხმის ტემბრით, საუბრით, იუმორითა და ულვაშით, ულვაშით რომელიც მისი მეუღლის დიზაინი გახლდათ.

 

მოდი, ერთად გავიგოთ საუკუნის ფსიქიატრის ცხოვრების შესახებ. მაშ ასე, ექსკლუზიური ინტერვიუ ავლიპ ზურაბაშვილის შვილთან, ზურაბ ზურაბაშვილთან.

 

– ბატონო ზურაბ, რატომ დაგაინტერესათ მთელ ოჯახს ფსიქიატრიამ?

 

– რატომ გავხდი, ესე იგი, მე ფსიქიატრი. არამარტო მე, ჩემი შვილი უკვე მესამე თაობაა, რაც ამ სფეროში ვართ. მოდი, ჯერ მამაჩემით დავიწყოთ – ის რატომ გახდა.

 

მამა მათემატიკოსი იყო, ამ სფეროსთან შეხება არ ჰქონია, შემთხვევით მოხვდა ფსიქიატრიაში. ეკონომიურად ძალიან უჭირდა (მაშინ ფსიქიატრიის საავადმყოფო იყო კამოს ქუჩაზე.

 

მერე გადაკეთდა ინსტიტუტად. საერთოდ, ფსიქიატრიის ინსტიტუტი სულ ორი იყო საბჭოთა კავშირში – ერთი მოსკოვში, მეორე საქართველოში. – ზ. ზ.). ერთ დღეს კამოზე მიდიოდა და საავადმყოფოს რომ ჩაუარა, ფანჯრებიდან ხმამაღალი ლაპარაკი, დისკუსია შემოესმა. დააინტერესა. შევიდა და უთხრა: თქვენთან მუშაობის დაწყება მინდაო.

 

კი ბატონო, მარტო სანიტრის ადგილი გვაქვსო და დაიწყო მუშაობა სანიტრად, მაგრამ, როგორც გითხარით, არა იმიტომ, რომ ფსიქიატრიაში მოხვედრილიყო, არამედ იმიტომ, რომ ეკონომიურად უჭირდა.

 

„სააკაშვილის დაცვის რამდენიმე წევრი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა“ - ვალერი გელაშვილი
2020-05-23„სააკაშვილის დაცვის რამდენიმე წევრი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა“ - ვალერი გელაშვილი

 

შემდეგ, მათემატიკას თავი დაანება და სამედიცინოზე ჩააბარა. სამედიცინო რომ დაამთავრა, ამ განხრით დაიწყო მუშაობა. ძალიან შეუყვარდა ეს საქმე. სხვათა შორის, ამბობდა, რომ უნდოდა, მღვდელი ყოფილიყო.

 

პაპაჩემი, მამაჩემის მამა მღვდელი იყო. ალბათ, ამანაც თავისი როლი ითამაშა, რომ ფსიქიატრი გახდა, იმიტომ რომ სულიერებასთან ახლოსაა. მე ვიზრდებოდი ამ გარემოში. პრინციპში, არც მიფიქრია, სხვა გზა ამერჩია.

 

მამაჩემს ხშირი საუბრები ჰქონდა ოჯახში ფსიქიატრიის თემაზე, ჩვენ გვქონდა სახლში ლიტერატურა, რომელიც მაინტერესებდა და ვკითხულობდი. იშვიათია, ბავშვს ჰკითხო, რა გინდა გამოხვიდეო და მერე არ გადაიფიქროს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა.

 

გარდა ამისა, მამაჩემს ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა, უმაღლესი დონის სპეციალისტები, მარტო ფსიქიატრები არა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავ მეც შევძლო ამდენი, ამათ რომ შეუძლიათ-მეთქი.

 

– ალბათ კარგად იცნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას, აკვირდებოდა ყველას, სწავლობდა ხასიათებს და ამიტომ დაინტერესდი.

 

– ალბათ, ასეც იყო. ჯერ ერთი, მახსოვრობა ჰქონდა ისეთი, მეგონა, კაციშვილს არ აქვს ასეთი მეხსიერება-მეთქი. ხშირად, საუბარში ვიღაცას ჰკითხავდა: თქვენ ამ სოფლიდან ხართ?.. ხომ არ იცნობთ ამას და ამას… ალბათ, თქვენი ნათესავია… უკვირდათ, საიდან იცისო.

 

რომან გოცირიძე: გზა შეშელეთიდან თბილისამდე და გამსახურდიადან გახარიამდე - დეპუტატის პოლიტიკური და აპოლიტიკური ცხოვრება
2020-05-21რომან გოცირიძე: გზა შეშელეთიდან თბილისამდე და გამსახურდიადან გახარიამდე - დეპუტატის პოლიტიკური და აპოლიტიკური ცხოვრება

 

საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით ჰქონდა შემოვლილი. არ არსებობს ადგილი, სადაც წყალი არ დაულევია. ძალიან უყვარდა ჭის, წყაროს ცივი წყალი და გზაზე ყველგან აჩერებინებდა მძღოლს. ამაზე გემრიელი სასმელი არ არსებობსო, – ამბობდა.

 

–  როდის გააცნობიერეთ, რომ ადამიანი, რომლის გვერდითაც ცხოვრობდით, ლეგენდარული პიროვნება იყო?     

 

– მამაჩემი ჩემთვის ყოველთვის დიდი სიამაყე იყო. ძალიან კარგი, დადებითი აურა ჰქონდა. მე ვხედავდი, ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას სადაც ის გამოჩნდებოდა, ყველა ჩუმდებოდა და გაოცებული უყურებდა, იგივე კონფერენციებზე, დარბაზში ხალხი რომ ისხდა და საუბრობდა… მამაჩემი გამოჩნდებოდა თუ არა, იმწამსვე ჩუმდებოდნენ. ასეთი ფენომენი იყო.

 

– იცით, რა მაინტერესებს? როგორ ამოიცნობდა ხოლმე პაციენტის სულიერ მდგომარეობას – თვალებით თუ ლაპარაკით? როგორი მეთოდი ჰქონდა მუშაობის? 

 

– მას ჰქონდა მოსმენის სხვანაირი კულტურა. როდესაც ადამიანს დიდი ინტერესით უსმენ, მას უჩნდება მოყოლის სურვილი და მან ეს კარგად იცოდა. გარდა ამისა, იცოდა, როგორი ტიპის კითხვები უნდა დაესვა.

 

როდესაც პაციენტთან საუბრობდა, პაციენტი ვერ გრძნობდა, რომ ის იყო ექიმი და თვითონ – პაციენტი. ეს იყო ორი თანაბარი ადამიანის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, მასთან ადვილად იხსნებოდნენ.

 

იმხელა პროფესიონალი იყო თავისი საქმის, ფიზიკური მონაცემები, კითხვები მთლიანობაში აძლევდა საშუალებას, დიაგნოზი დაესვა. თვალები, ჯდომის, საუბრის მანერა, სიტყვათა მარაგი, გადმოცემა, ემოციის გამოვლინება, მიმიკები, ადეკვატური უნდა იყოს ერთმანეთთან. ეს ყველაფერი მას ეხმარებოდა სიტუაციის გარკვევაში.

 

– როგორი იყო ის ცოლთან, შვილებთან? 

 

– იყო ძალიან რბილი, მშვიდი. დედას ძალიან უყვარდა მინდვრის ყვავილები. არ მახსოვს, მამაჩემს მისთვის არ მიეტანოს მინდვრის ყვავილები. როდესაც მოხუცდა, აღარ შეეძლო, მძღოლს ფულს აძლევდა და სთხოვდა, მოეტანა. არ მახსოვს მისი გაბრაზება.

 

ერთადერთი იცოდა რა? დასაბუთებულად ითხოვდა, გაეგო, რატომ არ გამოსდის ბავშვს ეს ან არ აკეთებს. ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე დასჯა.

 

„ბაბუა ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც ასკეტური გარეგნობის მოხუცი“ - კოკო გამსახურდია ცნობილ ბაბუაზე
2020-05-15„ბაბუა ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც ასკეტური გარეგნობის მოხუცი“ - კოკო გამსახურდია ცნობილ ბაბუაზე

 

იცით, როგორი ტაქტიკა ჰქონდა? და, ალბათ, სწორია ეს ტაქტიკა. იმ საკითხს ხმამაღლა, დედასთან ერთად გაარჩევდა, ჩვენც იქ უნდა ვყოფილიყავით, ბავშვები. მიიჩნევდა, რომ ბავშვის ცემა, დაყვირება ძალიან არასწორი მიდგომებია. ტკბილი სიტყვა ყოველთვის ჭრის.

 

– როცა სახლში იყო, რას აკეთებდა, რა ეხერხებოდა?   

 

– არაფრის კეთება ოჯახში არ შეეძლო, ლურსმანსაც ვერ მიაჭედებდა. ორი, სამი საათით შეიკეტებოდა თავის ოთახში და მუშაობდა, მაგრამ მარტო არ ჩერდებოდა. იმ ოთახში იდგა ტახტი, დედა იჯდა ტახტზე და მხოლოდ ასე კითხულობდა და წერდა.

 

დედაჩემის გარეშე ერთი წუთით ვერ ძლებდა. სულ ერთად იყვნენ. დედა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, ძალიან განათლებული იყო. მამა სულ ეკითხებოდა აზრს. პასუხებს ფანქრით რვეულის კუთხეში ინიშნავდა. ცოცხალ ენციკლოპედიასავით იყო.

 

გარდა ამისა, დედა გახლდათ ლინგვისტი, ენების სპეციალისტი. მაშინ ფოტოგადაღება ასე არ იყო, ჭირდა და მამაჩემს რაღაცებს უხატავდა, მამა მორფოლოგიც იყო.

 

მერე, როცა მამა მუშაობას მორჩებოდა, იქვე სავარძელში ერთი საათით წაიძინებდა. სადილის წინ აუცილებლად წაიკითხავდა ლოცვას. თავისუფალ დროს ქალაქგარეთ გასვლა უყვარდა, პიკნიკის მოწყობა, მაგრამ სვამდა მხოლოდ წყალ-ღვინოს. ღვინო ან სხვა სასმელი რომ დაელია, არ მახსოვს.

 

 

– თქვენს საქმეებში თუ ერეოდა? 

 

– ნაწყენი დავრჩი მამაჩემზე-მეთქი, არ მინდა, ეს ვთქვა. უკვე ხუმრობით ვამბობ. წითელ დიპლომზე დავამთავრე სამედიცინო. უფლება მქონდა, თბილისში დავრჩენილიყავი და აქ მემუშავა, მაგრამ მამაჩემმა მთაში გამგზავნა.

 

ასე ჯობს, მანდ კარგი სპეციალისტი გახდები, უფრო მეტს გაიგებო. ჯერ მეწყინა, მერე მივხვდი, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გზა. ასე რომ, დავემორჩილე მის გადაწყვეტილებას.

 

– თუ გიყვებოდათ შვილებს თავისი ახალგაზრდობის ამბებს?

 

– დედა უფრო ყვებოდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. ერთ დღესაც სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი, გზაზე ბოშა შემხვდა და მითხრა, ხელზე გიმკითხავებო. არ მჭირდებოდა, მაგრამ მაინც მიმკითხავა.

 

მითხრა: კარგი ცხოვრება გექნება, მთელი ცხოვრება ყავას დალევ, „ბულკს“ შეჭამ და ცოლად მგელს გაჰყვებიო. შემეშინდა. ჯერ  ვიფიქრე, ყავა და ბულკი რა კარგი ცხოვრება ეგაა და ახლა კიდევ მგელიო.

 

იმ პერიოდში ვიღაცას მოვწონდი, მე ჩავთვალე, რომ მგელი სწორედ ესაა და კატეგორიულად ვუთხარი უარი ცოლობაზე. მერე, როდესაც მამაშენს გავყევი, ვკითხე, ავლიპი რას ნიშნავს-მეთქი და მითხრა, – ლათინურად მგელსო (ლათინურად „აულიუს ლუპუს“ მგელია). გავოცდიო.

 

მართლაც, მთელი ცხოვრება დედა ყოველ საღამოს სვამდა ყავას, ჭამდა „ბულკს“ და ერთ ცალ ვაშლს. ჩვენ ქიზიყელები ვართ, ბოდბისხევიდან, ეს სოფელი ახლოსაა სიღნაღთან. პირველად კახეთში რომ მოხვდა და მამამ ჩვენი მამული, ვენახები აჩვენა, იმდენად მოეწონა, თქვა, ნეტავ აქ დავბადებულიყავიო.

 

ფიზიკურად იყო პატარა, გამხდარი ქალი და ყოველთვის მაღალ ქუსლებზე დადიოდა. ვენახში დავდიოდი ამ ქუსლებით და რაც ვიცოდი, ყველაფერს ვაკეთებდიო. კახელ ხალხს უკვირდა,– კაცო ე, ქალი რომ ჩამაიყვანა, თან თეთრია, თან პატარა, თან მაღალ ქუსლებზე მუშაობს ვენახშიო… მერე მითხრა მამაშენმა, წადი სხვა რამე გააკეთეო.

 

– ძალიან სახასიათო იყო მისი ულვაში. არასდროს მოუპარსავს? 

 

– მამაჩემს ულვაშები არ ჰქონდა, პეტერბურგში რომ იყო პირველი წლები, დედამ უთხრა, ულვაში მოგიხდებაო და მაშინ მოუშვა. დახატა ულვაშით, მოეწონა და მას მერე ჰქონდა და ჰქონდა, ანუ მამას ულვაშები დედას დიზაინი იყო, მთელი საქართველო ასე იცნობდა.

 

–  როგორც ვიცი, მამას ჩაცმის ერთი სტილი ჰქონია, საერთოდ არ ზრუნავდა საკუთარ თავზე. 

 

– რაც შეეხება მის ჩაცმას. არ იტყოდა, რომ პერანგი ან პიჯაკი გაუცვდა და ახალი უნდოდა. დედაზე იყო ეს საქმე მინდობილი. არ აინტერესებდა. ერთადერთი შლაპები უყვარდა. ბევრი ჰქონდა და ხშირად იცვლიდა.

 

– თუ ჰქონდა სხვა ამოჩემებები?

 

– მისი მაგიდის დალაგება მკაცრად იყო აკრძალული, მტვრის გადაწმენდაც კი პრობლემური იყო. თუ რამეს აიღებდი, ზუსტად ისე უნდა დაგედო. ნებისმიერ მომენტში იცოდა, სად, რა უდევს მაგიდაზე.

 

ვიზუალურად მისი მაგიდა სულ არეული იყო, მაგრამ მისთვის ყველაფერი დალაგებული იყო. არ უყვარდა სიტყვა – დავიღალე. რა გააკეთე, რომ დაიღალეო, – ჰკითხავდა. თვითონ საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია, არ ვიცი. თან უყვარდა ღამის საათებში მუშაობა. აანთებდა პატარა „ნაჩნიკს“, წერდა და წერდა.

 

გარდა მაგისა, მამა ხომ დეპუტატი იყო. სხდომაზე დაგვიანებით მივიდოდა. ვინმე რომ გამოდიოდა სიტყვით, წესით, ტრიბუნასთან უნდა მჯდარიყო. ის აუცილებლად ჯდებოდა დაბლა. ეუბნებოდნენ: ბატონო ავლიპ,  მობრძანდით, აქ არის თქვენი ადგილი. არა, აქედან უკეთესად გხედავთო.

 

რას გულისხმობდა, არა ვიცი. აუცილებლად მოისვამდა გვერდით ერთ რომელიმე სასულიერო პირს. იტყოდა: მე ასე მინდა და მორჩა. ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა. ეს გამბედაობა ჰქონდა. არ გამორჩებოდა არცერთი საეკლესიო დღესასწაული.

 

მივიდოდა ეკლესიაში, სანთელს აანთებდა, პირჯვარს გადაისახავდა. ბევრი ეკლესიაა თბილისში, მაგრამ განსაკუთრებით უყვარდა პატარა სიონის ეკლესია, საჯარო ბიბლიოთეკის ქვემოთ, სადაც ილიამ დაიწერა ჯვარი.

 

– შეიძლება ითქვას, რომ მან ბედნიერი ცხოვრება გაიარა?   

 

–  ბოდბისხევიდან სიღნაღში, სიღნაღიდან თბილისში, მერე პეტერბურგში, იქედან სხვა ქვეყნებში, მერე ისევ თბილისში, თან ომის პერიოდში, ამხელა სისტემის აწყობა… ეს ყველაფერი ადვილი არ იყო. მამა საკუთარი თავისთვის არასდროს ცხოვრობდა. ერთადერთი ძალიან უყვარდა მოგზაურობა დედასთან ერთად საქართველოსა და უცხოეთში, მაგრამ ყველგან მიდიოდა მანქანით ან მატარებლით.

 

თვითმფრინავი არ უყვარდა. ერთი ოცნება ჰქონდა, იქნებ როგორმე ციმბირში წავიდე და სახალინი ვნახოო. მამაჩემი ვერა, მაგრამ მე წავედი, გადავიღე ფოტოები, ჩამოვუტანე და ვაჩვენე. რატომ მოსწონდა, არ ვიცი, მაგრამ ეს ოცნება ჰქონდა.

 

– თქვენ და თქვენი ძმა თუ ჰგავხართ მამას ხასიათით ან თვისებებით? 

 

– ვცდილობ, ვგავდე, მაგრამ არ ვიცი, გამომდის თუ არა. მეც რბილი კაცი ვარ, მეც მიყვარს შრომა, მიყვარს ადამიანი, რომელიც ცდილობს, შრომობს, ქვეყანაზე სიკეთეს თესს.

 

ინტერვიუ „პრაიმტაიმის“ არქივიდან 

(ავტორი: ეკა პატარაია) 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +