15:35 | 2021-06-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რატომ ინფიცირდებიან ადამიანები ვაქცინაციის მიუხედავად – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რატომ ინფიცირდებიან ადამიანები ვაქცინაციის მიუხედავად – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევები მაინც ფიქსირდება. ამის ერთ-ერთი მაგალითი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეა.

 

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინა ადამიანს ინფიცირებისგან არ იცავს, უბრალოდ ხელს უშლის შემდგომი გართულებების წარმოქმნაში.

 

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პრაიმტაიმთან“ განმარტა, ვაქცინაცია ადამიანს არა ზოგადად დაინფიცირებისგან, არამედ ვირუსის მსუბუქი ფორმით გადატანაში ეხმარება, ისევე როგორც გრიპის ვაქცინა იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისგან.

 

ზუსტად 1 კვირის წინ, 12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს შუა ნიშნობიდან - ბაია პატარაია
2021-06-01ზუსტად 1 კვირის წინ, 12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს შუა ნიშნობიდან - ბაია პატარაია

 

„ვაქცინის გაკეთებიდან ადამიანების დაცვის ხარისხი “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში, მით უმეტეს, ბრიტანული შტამის დაავადებისას 50%-ს არ აღემატება. მაგრამ მეორე 50% მძიმედ არ ავადობს და არ გარდაიცვლება, 1 დოზითაც ადამიანი დაცულია, მაგრამ მეორე დოზით დაცულობის ხარისხი ერთი ორმაგად ძლიერდება.

 

ვაქცინის მიზანია, ადამიანის დაცვა მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან და არა უბრალოდ სურდოს განვითარებისგან. ვაქცინაცია მსუბუქი დაავადებისგან 100%-ით ვერ იცავს. ვერც “ფაიზერი“, “მოდერნა“, “ასტრაზენეკა“, ვაქცინამ უნდა შეასრულოს თავისი დავალება, როგორც გრიპის ვაქცინამ“, – ამბობს კულუმბეგოვი.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X