17:08 | 2021-07-27 ავტორი: Prime Time

რატომ იეჭვიანა ალა პუგაჩოვამ მანანა თოდაძეზე – “მთელი მოსკოვი მაგაზე ლაპარაკობდა“

რატომ იეჭვიანა ალა პუგაჩოვამ მანანა თოდაძეზე – “მთელი მოსკოვი მაგაზე ლაპარაკობდა“

ქართველმა მომღერალმა მანანა თოდაძემ, რუსეთში გამგზავრების წლები გადაცემა “ფარულ კონვერტში” გაიხსენა. მისი თქმით, დავიდან თავს შეურაცხყოფილად იგრძნო რადგან რესტორანში მღეროდა, თუმცა იქ უამრავი გამოჩენილი ადამიანი გაიცნო.

 

“ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე და ავაწყვე ცხოვრება. ძალიან გამიჭირდა სამი თვე. წარმოიდგინეთ, ფილარმონია, სამ-სამი სპექტაკლი, კონცერტები, ტაში, აღიარება და უცებ დადექი რესტორანში და მღერი, ჩემთვის ცოტა ძნელი გადასატანი იყო, რადგან არ ვიცოდი რა უნდა მექნა, დაბნეული ვიყავი.

 

სინათლე შემოვიდა, დადგა და მერე წავიდა...მივხვდი, რომ სიცოცხლეს ვემშვიდობებოდი - მანანა თოდაძე ამბობს, რომ უფალი გამოეცხადა
2021-07-27სინათლე შემოვიდა, დადგა და მერე წავიდა...მივხვდი, რომ სიცოცხლეს ვემშვიდობებოდი - მანანა თოდაძე ამბობს, რომ უფალი გამოეცხადა

 

ერთ მშვენიერ დღეს გამეღვიძა და ვიძახდი რა უმადური ქალი ვარ, უფალმა მე ლუკმა პურის შოვნის საშუალება მომცა და მე კიდე უკმაყოფილო როგორ ვარ-მეთქი. მივხვდი ერთ რამეს, როდესაც ვმღეროდი ხალხი არ ჭამდა და სვამდა და გაშტერებული მიყურებდა, სიჩუმე იყო. იქ გავიცანი ისეთი მაგარი ხალხი, კარგი მეგობრები შევიძინე, ზუსტად ამ რესტორანში”,- განაცხადა მანანა თოდაძემ.

 

თოდაძის თქმით, მისი პოპულარულობა, ცნობილ რუს მომღერალს ალა პუგაჩოვას აღიზიანებდა და ამის გამო ერთ-ერთი დიდი წვეულებაც კი მიატოვა.

 

 

“დაბადების დღე იყო ერთ-ერთი მომღერლის, მოვიდნენ ვარსკვლავები რუსული ესტრადის და იმ დაბადების დღეზე ვმღეროდი, უცებ ვერ ამიტანა ამ ქალმა. უკვე იმდენად პოპულარული ვიყავი, რომ სპეციალურად მოდიოდნენ. თვეობით ეწერებოდნენ, რომ ჩვენთან მოხვედრილიყვნენ რესტორანში. “კნიაზ ბაგრატიონში“ იყო დიდი წვეულება, სადა მინისტრებიც იყვნენ, რომ გამოვედი სცენაზე მთელი დარბაზი მანანას იძახდა, უცებ ადგა პუგაჩოვა და წავიდა, დემონსტრაციულად მიტოვა ეს წვეულება. ყველამ დაინახა, მთელი მოსკოვი მაგაზე ლაპარაკობდა”,- განაცხადა „ფარულ კონვერტში“ მანანა თოდაძემ.

 

 

ასევე ნახეთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!