12:22 | 2020-06-22 ავტორი: Prime Time

რატომ გაუშვეს თურქეთის ციხეში მყოფი „ლავას ოღლი“ საქართველოს ნაცვლად ბელარუსში

რატომ გაუშვეს თურქეთის ციხეში მყოფი „ლავას ოღლი“ საქართველოს ნაცვლად ბელარუსში

ცნობილი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლავას ოღლის“ სახელით იცნობენ, თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს და ქვეყანა დაატოვებინეს.

 

მიოუხედავად იმისა, რომ „კანონიერი ქურდის“ ექსტრადირებას უკვე დიდი ხანია ითხოვს საქართველოს პროკურატურა, თურქეთის ციხიდან გათავისუფლებული მინდია გორაძე პირდაპირ აეროპორტში მიიყვანეს და მესამე ქვეყანაში გაამგზავრეს.

 

ეს მესამე ქვეყანა კი ბელარუსი აღმოჩნდა, ქართველ „კანონიერ ქურდს“ მინსკის აეროპორტშივე კვლავ ხელბორკილები დაადეს და საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

 

რატომ არ მოხდა „კანონიერი ქურდის“ საქართველოში ექსტრადაცია? ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მინდია გორაძის ადვოკატს, ალექანდრე კობაიძეს მიმართა.

 

„ფრანგი კოლეგისგან გამაოგნებელი ინფორმაცია მივიღეთ“ - ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი
2020-06-20„ფრანგი კოლეგისგან გამაოგნებელი ინფორმაცია მივიღეთ“ - ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი

 

„როგორც ცნობილია, 2018 წლის 8 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე.

 

მოცემული თარიღიდან დღემდე საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ინფორმაცია მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის დაკმაყოფილების, მასზე უარის ან ძებნილის მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.

 

შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურა არ ფლობს ინფორმაციას მინდია ლავასოღლის ბელარუსის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე“, – განგვიმარტეს გენერალურ პროკურატურაში.

 

„პროკურატურამ დროულად არ წარუდგინა თურქულ მხარეს ექსტრადაციისთვის საჭირო დოკუმენტები“, – ამბობს მინდია გორაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

 

აქვე ადვოკატი ვარაუდობს, რომ „კანონიერი ქურდი“ საქართველოს იმიტომ არ გადმოსცეს, რომ პანდემიის გამო თურქეთს ავია-მიმოსვლა მხოლოდ ბელარუსთან აქვს“.

 

ცნობისთვის: საქართველოში მინდია გორაძეს დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მიუხედავად მაღალი სასჯელისა მისი ოჯახი თურქეთიდან საქართველოს ექსტრადირებას მოითხოვდა და ამ მიზნით საპროტესტო აქციებსაც კი მართავდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები