
ამ დრომდე უცნობია თარიღი, როდის აღდგება მეტროს მუშაობა, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი მეტროს მემანქანეებმა განაკვეთური დროით სამსახურში უკვე დაიწყეს სიარული.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მეტრო მგზავრების მისაღებად ემზადება?
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ისინი სრულ მზადყოფნაში არიან, თუმცა ელოდებიან შესაბამის მითითებებს და შემდგომ მოხდება ტრანსპორტის აღდგენა.
„მემანქანეები სამუშაოდ ოფიციალურად არ გამოგვიძახებია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი მემანქანე მუშაობდა და ჩვენი თანამშრომლები გადაჰყავდა, რომლებიც სპეციფიკურ პოზიციებზ არიან.
ავტობუსების მიმართულებით და მეტროს მიმართულებითაც მზად ვართ და შესაბამის რეკომენდაციებს ველოდებით.
მოსამზადებელი ეტაპია, მაგრამ ზუსტი თარიღი, როდის დაიწყება მუშაობა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს.
ჯერჯერობით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ.“, – გვითხრეს სატრანსპორტო კომპანიაში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.
პრემიერის თქმით, ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ჯდომა დასაშვები ხდება.