20:12 | 2020-07-03 ავტორი: თამთა თორდია

რატომ გახშირდა უბედური შემთხვევები ლიფტში და როგორ უნდა ავირიდოთ ის თავიდან – სპეციალისტის განმარტება 

რატომ გახშირდა უბედური შემთხვევები ლიფტში და როგორ უნდა ავირიდოთ ის თავიდან – სპეციალისტის განმარტება 

ბოლო დროს ძალიან ხშირია ლიფტებთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირად ვიგებთ სამწუხარო ინფორმაციებს, რომ ადამიანები ლიფტის შახტში ვარდებიან.

როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ლიფტის შახტში ჩავარდა
2020-07-03როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ლიფტის შახტში ჩავარდა

 

 

გუშინ საღამოს 6 წლის ბავშვი სწორედ ლიფტის შახტში ჩავარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. იქამდე  ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშავებულებს შორის არასრულწლოვანიც იყო.

 

რა იწვევს ამ ყველაფერს და ზოგადად როგორ უნდა დავიცვათ თავი უბედური შემთხვევისგან, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კომპანია „ჯორჯიან ელევატორსის“ დირექტორი გიორგი გოგინაშვილი ესაუბრება.

 

მისი თქმით, ძირითადი გამომწვევი მიზეზი ლიფტის ამორტიზირებაა.

 

„ლიფტის ჩავარდნის გამომწვევი მიზეზი ამორტიზირებაა, (ანუ გადააჭარბა მის რესურსს), თუმცა თავად მომსახურე პერსონალის დაუდევრობაც შესაძლებელია რომ იყოს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ გიორგი გოგინაშვილი.

 

– რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოწმდებოდეს ლიფტები, მომავალში კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით? 

 

როგორც წესი, თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს. ყველა ლიფტი არის სერვისულ მომსახურებაზე და ის კომპანია, რომელიც სააბონენტო გადასახადს იღებს ვალდებულია, რომ პერიოდულობით შეამოწმოს და დიაგნოსტიკა ჩაუტარდეს.

 

30-40 წლის ლიფტებიცაა საქართველოში, თუმცა როცა ლიფტს ინსპექტირება უტარდება მოწმდება უსაფრთხოების კომპონენტები. რაც არ უნდა ძველი იყოს ლიფტი, თუ მას გავლილი აქვს ინსპექტირება, უსაფრთხოების მექანიზმები და ყველა კომპონენტი მწყობრში აქვს, ამ შემთხვევაში საშიშროება არ არსებობს. ხოლო ასეთი ინსპექტირება კანონმდებლობით 3 წელიწადში ერთხელაა გათვალისწინებული.

 

შეიძლება ზოგი არც ამოწმებს რასაც შემდეგ ასეთ შედეგამდე მივყავართ, მაგრამ მსოფლიოში ყველა ლიფტი არის ყოველთვიურ სერვერულ მომსახურებაზე რაც აუცილებელია.

 

მიზეზები შეიძლება იყოს ბევრი, მაგალითად შახტის მიუხედაობა, არის ღრიობები სადაც შეიძლება, რომ ბავშვი შეძვრეს და თვითონ ლიფტის ტექნიკური მდგომარეობაც, მაგრამ უფრო უყურადღებობაა თვითონ კომპანიის ვინც ემსახურება ამა თუ იმ საცხოვრებელს.

 

– როგორ დავიცვათ თავი თუ ლიფტის ჩავარდნის საშიშროებაა?

 

ლიფტის მგზავრი თავს ვერ დაიცავს იმისგან, რომ ტექნიკურად არ გამოვიდეს მწყობრიდან ლიფტი. თუმცა, თუ ავარია მოხდა ან კაბინა ჩავარდა, ამ შემთხვევაში უმჯობესია ჩავიმუხლოთ, არ უნდა ვიყოს ფეხზე მდგომი, ამ დროს მოტეხილობების მინიმალურ შედეგს მივიღებთ.

 

 

დაგაინტერესებთ:  სათავსოდ ვიყენებთ – გაუქმებულ ლიფტში ჩავარდილი 59 წლის ქალი შემთხვევის დეტალებზე

 

ორი კვირის წინ შევამოწმე, მაგრამ სვარკაზე არის ეგ ლიფტი! – დეტალები „მკვლელ ლიფტზე“, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე ჩაწყდა

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +