19:25 | 2020-05-12 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რატომ გახდა აუცილებელი ჭავჭავაძის გაზირზე ავტობუსების ზოლის განთავსება გზის შუა ნაწილზე – კალაძის განმარტება

რატომ გახდა აუცილებელი ჭავჭავაძის გაზირზე ავტობუსების ზოლის განთავსება გზის შუა ნაწილზე – კალაძის განმარტება

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში განთავსდა, რადგან გზის განაპირა ნაწილზე განთავსება პრობლემებს შექმნიდა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ავტობუსების ზოლის გზის შუა ნაწილზე განთავსებაა.

 

„ავტობუსის კარი მეორე მხარეს რომ გაიღება...“ - ჭავჭაძეზე ახალმა მოსაცდელებმა აჟიოტაჟი გამოიწვია
2020-04-21„ავტობუსის კარი მეორე მხარეს რომ გაიღება...“ - ჭავჭაძეზე ახალმა მოსაცდელებმა აჟიოტაჟი გამოიწვია

 

„ჭავჭავაძის გამზირს რაც შეეხება, რატომ შუა ნაწილზე? ამაზე მთელი რიგი კვლევები ჩატარდა, აყვანილი გვყავდა ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც ძალიან დაგვახმარა მთელი ამ სისტემისა და სიახლის შემუშავებაში.

 

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან თუ მარჯვნივ და მარცხნივ დარჩებოდა ავტობუსის ზოლები, გზის განაპირა ნაწილს ეს პრობლემას შეუქმნიდა.

 

პრობლემა შეექმნებოდა როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე კერძო ავტომობილებსაც, რადგან არის შესახვებები კონკრეტულ ქუჩებზე, ეს გამოიწვევდა შეზღუდვასა და შეფერხებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები