fbpx
12:06 | 2021-01-07 ავტორი: ამუკა ქორიძე

რატომ ფრიალებდა კაპიტოლიუმთან საქართველოს დროშა? – აი, რა მოხდა სინამდვილეში

რატომ ფრიალებდა კაპიტოლიუმთან საქართველოს დროშა? – აი, რა მოხდა სინამდვილეში

რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მომხრეები, სხდომის მიმდინარეობისას, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

 

კონგრესში მიმდინარე სხდომა, სადაც ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ, რამდენიმე საათით შეჩერდა. თანამშრომლები, სენატორები და ჟურნალისტები შენობიდან მიწისქვეშა გვირაბებით გაიყვანეს.

 

CNN-ის ინფორმაციით, კონგრესში დემონსტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირებისას 5 ადამიანი დაიჭრა. გავრცელდა ცნობები ერთ-ერთ ქალზე, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერების შენობაში შეჭრისას ესროლეს – იგი გარდაიცვალა. გამოცემის ცნობით, შეტაკების დროს, აღნიშნული პირის გარდა, კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა.

 

სოციალურ ქსელში, ქართველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კადრმა, სადაც კაპიტოლიუმთან საქართველოს დროშა ფრიალებს. როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეს საქართველო აშშ-ს შტატ ჯორჯიაში შეეშალა.

 

 

„შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არის საქართველოს დროშა აშშ-ის კაპიტოლიუმის აჯანყებაზე?“ – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა – შერ ხაშიმოვმათვითერზე“.

 

„ალბათ ქვეყანა საქართველო, აშშ-ის ჯორჯიას შტატში აერიათ“ – წერდნენ მომხმარებლები.

 

 

ზოგიერთის აზრით, საქართველოს დროშას ტამპლიერების ორდერის დროშის სახით, „თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე“ ადამიანები იყენებდნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც აშშ-ის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლმა გაავრცელა, კაპიტოლიუმი ამ დროისთვის, კვლავ „უსაფრთხოა“.

ავტორი: ამუკა ქორიძე


X