fbpx
16:14 | 2020-10-07 ავტორი: თამარ გონგაძე

რატომ ერიდება თავშეყრის ადგილებს და რა ქრონიკული დაავადების მატარებელია დავით კვირცხალია?

რატომ ერიდება თავშეყრის ადგილებს და რა ქრონიკული დაავადების მატარებელია დავით კვირცხალია?

დავით კვირცხალია მშობლიური სამტრედიიდან თბილისს ორი დღის წინ დაუბრუნდა. უსაქმობით მოვიწყინეო, შემოგვჩივლა. “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება როდის განახლდება, შემოქმედებითმა ჯგუფმა ჯერ არ იცის, არჩევნების ჩატარებას ელოდებიან.

 

“ამ სერიალში მე მიწვევით ვარ, ეს ხომ ჩემთვის მთავარი სამსახური არ არის. რუსთაველის თეატრის გახსნაც ერთი თვით არის გადადებული. ვნახოთ, ნოემბერში გაიხსნება, თუ არა. უმაყურებლო თეატრის და ფეხბურთის, კიდევ მე არ მწამს” – “პრაიმტაიმს” თავის დამოკიდებულებას უზიარებს “გრიშა კაკაჩია”.

 

კორონავირუსისგან თავის დასაცავად ყველა რეგულაციას ითვალისწინებს. 70 წლის მსახიობს თანდართული დაავადება აქვს და ფრთხილობს.

 

დავით კვირცხალია: – ასაკში ვარ, თან ორი წლის წინ შაქრის მატება დამიფიქსირდა, მეორადი დიაბეტის ფორმა დამიდგინდა და ვურფთხილდები ჯანმრთელობას. მინდა საკუთარ თავს თვითონ მოვუარო. მაგრამ თავის მოვლის რეცეპტები არ ვიცი.

 

მაქსიმალურად ვცდილობ, არ მოვხვდე თავშეყრის ადგილებში. თუ რამე ცდუნება მქონდა, სმა-ჭამა, პურმარილებზე სიარული, შევიზღუდე. ღონისძიებებზე არ დავდივარ. ცნობილი სახის აირწინაღით მისვლა, არ მესმის. თუ გეძახიან, იმიტომ გეძახიან, რომ გამოჩნდე. მე ხელის მოსაწერად არავინ დამიძახებს.

 

 

მსახიობი მიიჩნევს, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაცივება კოვიდამდე დაიწყო.

 

დავით კვირცხალია: – ახლა უფრო დაჩქარებული წესით მიდის. რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვები გავიწყებს ადამიანებს. უი, ეს ცოცხალი იყო, ვიღაცამ თქვა ამას წინათ. ახლობელმა არ იცოდა, რომ ის ადამიანი ჯერ ისევ ცოცხალია.

 

კორონასთან ერთად ცხოვრებას არ მიეჩვევი და შენი აჯობებს. როცა ამხელა ქვეყნების პრეზიდენტებს ემართება, რა უნდა იფიქრო. რაც არ უნდა გაუფრთხილდე, თუ მოსახდენია, მოხდება. იაპონელი დიზაინერი, საწყალი კენზო ასაკში იყო, შეიძლება ისედაც მალე წასულიყო ამ ქვეყნიდან, მაგრამ სამი დღის წინ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

2020-10-06"ბატონი თენგიზის გრაფიკს მოვერგებით და გადასაღებ მოედანზე მოვიყვანთ" - თენგიზ ცერცვაძეს მალე ფილმში გადაიღებენ

 

იმედი მაქვს, დაგვინდობს ღმერთი ქართველებს, ცოტანი ვართ და შეიძლება ჩვენთან ისეთი ჟუჟვა არ გამოიწვიოს. ეს მოსახდელი ჭირი უნდა მოვიხადოთ. რამდენხნიანია, კაცმა არ იცის.

 

ამ მოცალეობის ჟამს ხომ არ წერთ რაიმეს, ვთქვათ – ავტობიოგრაფიულს?

 

– მიხარია, რომ ჩემზე იმაზე მეტი წარმოდგენა გაქვთ, ვიდრე მე – საკუთარ თავზე. თუ დაწერ, ღირებული უნდა დაწერო. ბევრი მსახიობის დაწერილი წიგნი წამიკითხავს, როგორ ერთობოდა, როგორ გაყავდა დრო და ასე შემდეგ… მაგრამ არის საინტერესო გამონაკლისები. სერგო ზაქარიაძის ჩანაწერების სამი წიგნი გამოვიდა, სერიოზული ნაშრომია. წაიკითხონ და მიხვდებიან, რომ მსახიობებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X