00:29 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

რატომ ელოდება პიკს 4 აპრილისთვის? – მინისტრმა მიზეზები ახსნა

რატომ ელოდება პიკს 4 აპრილისთვის? – მინისტრმა მიზეზები ახსნა

ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ, რომ ის ინფიცირებულთა რაოდენობის პიკს 4 აპრილისთვის ელოდება, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ალბათ ამიტომაც, დღეს მას „იმედის“ ეთერში ამ განცხადების განმარტება მოუხდა.

 

„ზოგადად, პიკის დაახლოებას ანგარიშობენ სხვადასხვა სიმულაციებით. ჩვენი სტრატეგია თავიდანვე იყო, რომ ვემზადებოდით უფრო რთული სცენარისთვის. იმისათვის, რომ შეგვძლებოდა ამას გავმკლავებოდით საუკეთესო ხარისხით. სწორედ ეს იყო ამ განცხადების რეალური მიზეზი, რატომაც მე ეს გავაკეთე, თუმცა ამას ედო გარკვეული საფუძვლები. დღეისთვის, კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი. ასევე, გვყავს სტაციონარში პაციენტები, რომლებიც დადასტურებული COVID-19-ით არიან და ეს პაციენტები სწორედ კარანტინის ზონიდან გადმოდიან. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გარკვეული პიკური რიცხვი, ან ვირუსის გამოვლენის რიცხვი სავარაუდოდ აპრილის პირველ კვირაში იქნება. არანტინში მყოფი პირების 2-კვირიანი პერიოდი სწორედ ამ პერიოდში გადის. შესაბამისად, მათი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს ინფიცირების უმაღლესი რიცხვი არის სწორედ აპრილის პირველი დღეები“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

 

მისივე თქმით, მეორე მიზეზი, სადაც შესაძლოა ვირუსის გამოვლენის პიკი იყოს არის მარნეულის რეგიონი, სადაც 150 ათას მოსახლეზე მიდის დაკვირვება. თუმცა მინისტრი განმარტავს, რომ ამ რეგიონში სამედიცინო პერსონალი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად აქტიურად მუშაობს და მოსახლეობაში რაიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X