12:38 | 2020-04-15 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

რატომ ებრძვით ასე ეკლესიას? – მამა შალვა კეკელია

რატომ ებრძვით ასე ეკლესიას? – მამა შალვა კეკელია

რატომ უნდა დამსდევდნენ ასე, ან რატომ უნდა გვებრძოდნენ – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ წირვაზე განაცხადა.

 

მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ მუშაობა ჟურნალსიტებსაც მძიმე პირობებში უწევთ, მაგრამ მათ არავინ სთხოვს, რომ არ იმუშაონ.

 

„გუშინ ღამით, მსახურებიდან რომ გავედი მარკეტებთან გავიარე. ყველგან რიგები იდგა და ელოდებოდნენ, რომ ხორციელი საკვები მიეღოთ.

თქვენც ასევე რიგში დგახართ მოწესრიგებული და რატომ უნდა ირღვეოდეს ჩემი მორწმუნის უფლება? რატომ უნდა დამსდევდნენ, ან რატომ უნდა გვებრძოდნენ თუ ჩვენ ამ წესებს დავიცავთ?

 

თუ უფლება მაქვს, რომ ასე მაღაზიაში ვიდგე და ეს პროდუქტები შევიძინო, რატომ არ უნდა მქონდეს იმის უფლება, რომ ტაძარში ვიდგე?

 

თუ ვინმემ გამოიჩინა მოწესრიგებულობა, ეს ყველაზე მეტად არის ეკლესია. ეკლესიის წევრები და მრევლი ყველაზე მოწესრიგებულები ვართ და მადლობას გიხდით ყველას. ასეთი მტრობა როგორ შეიძლება ქვეყნისა და ერის.

 

ახლა რომ ჩვენს გვერდით ჟურნალისტები დგანან, ესენი არ არიან რისკის ქვეშ? ადამიანებს რომ ინფორმაცია მიაწოდონ, ამის გამო დგანან საავადმყოფოებთნ და ინფორმაციას გვაწვდიან.

 

სწორია ეს ყველაფერი და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და მათი საქციელი არის მართალი, მაგრამ ესენიც რისკის ქვეშ და მძიმე მდგომარეობაში არიან. მათაც ოჯახები ჰყავთ და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში არიან ჟურნალისტებიც და ოპერატორებიც, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან.

 

თუ შენ უფლება გაქვს, რომ ამაზე იდგე ქუჩაში და ინტერვიუები ჩაწერო, მე რატომ არ უნდა მქონდეს უფლება ქრისტეს სისხლი და ხორცი მივიღო? რატომ ებრძვით ასე ეკლესიას?“ – აცხადებს მამა შალვა კეკელია.

 

,,მთელი ეკლესიის არსებობის მანძილზე,მაშინაც კი როცა ქრისტიანობა იდევნებოდა და ქრისტიანმა იცოდა თუ ტაძარში მივიდოდა მას ამის გამო მოკლავდნენ,მაშინ არ უთქვამს მღვდელს მრევლისთვის რომ, შენ ტაძარში არ მოხვიდე.არსად,არც ერთ ქრისტიანულ სწავლებაში მსგავსი რამე არ გამიგია რომ, როდესმე ეკლესიას ეთქვას მრევლისთვის,თქვენ დღეს სახლში დარჩით და ჩვენე ვილოცებთ თქვენთვის. ეს ახალი სწავლება მე დღეს პირველად მესმის.”დეკანოზი შალვა კეკელია ბზობის დღესასწაულის ქადაგება12.04.2020♥️მამა შალვა

Gepostet von თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი am Dienstag, 14. April 2020

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +