23:06 | 2020-04-26 ავტორი: Prime Time

რატომ დაურეკა ციხიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა ლევან ბერძენიშვილს

რატომ დაურეკა ციხიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა ლევან ბერძენიშვილს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ლევან ბერძენიშვილს დაურეკა.

 

მერაბიშვილი ამბობს, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს აქციის ორგანიზატორების ნაწილი რუსეთის დავალებით მოქმედებდა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა ლევან ბერძენიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გამოქვეყნებული ფარული სატელეფონო ჩანაწერით შსს სწორედ ამას ამტკიცებდა.

 

„მე, რომ გამოვედი ციხიდან, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე იყო ლევან ბერძენიშვილი. მინდოდა მასთან საუბარი. მას დიდი ხანია ვიცნობ. ის იყო პოლიტპატიმარი. ახალმა პოლიტპატიმარმა დავურეკე ძველ პოლიტპატიმარს.

 

მანაც მაპატია მე და მეც ვაპატიე, რადგან ის იყო ხელისუფლებაში მე რომ პოლიტპატიმარი გავხდი“, – განაცხადა მერაბიშვილმა „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები