fbpx
19:43 | 2020-08-11 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რატომ დაატარებდა „ბესამე მუჩოს“ ავტორი მთელი ცხოვრება, ბრილიანტებით სავსე ჩანთას?

რატომ დაატარებდა „ბესამე მუჩოს“ ავტორი მთელი ცხოვრება, ბრილიანტებით სავსე ჩანთას?

ამ სიმღერის ფონზე მილიონობით გოგონა და ბიჭი კოცნიდა ერთმანეთს პირველად, ან ბოლოჯერ, განშორების წინ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმღერაა ესპანურ ენაზე –  Besame.

 

სიმღერის ყველაზე დიდი საიდუმლო

 

იგი 16 წლისაც არ იყო და ცხოვრებაში არავისთვის ეკოცნა. ჯერ კიდევ გუშინ  სკოლის მოსწავლე იყო და მკაცრი კათოლიკური აღზრდა ჰქონდა.

 

ის ჯერჯერობით არ აძლევდფა თავს უფლებას, შეეყვარებინა გარემოცვაში მყოფი ბიჭი. ნამდვილი ბიჭის გამო თავის დაკარგვის არ სჯეროდა. ჰოლივუდის მსახიობი – სხვა საკითხია… კონსუელომ თავს უფლება მისცა, შეყვარებულიყო შორეულ ამერიკელ გრეგორი პეკზე. მან პორტრეტს შეხედა და ჯერ თქვა, შემდეგ – იმღერა: „მაკოცე, მაგრად მაკოცე. თითქოს ეს საღამო იყოს ბოლო“…

 

ასე მოჰყვა მოგვინებით ინტერვიუში თავად კონსუელო.

 

შეიძლება ეს ახლოს იყოს სიმართლესთან. ან იქნებ მოხდა ისეთი რამ, რაზეც მექსიკელი კათოლიკე გოგონები არასდროს ლაპარაკობენ.

 

ფრთხილი კოცნა ღობის ძირში… ან ერთი საათის საიდუმლო ნაცნობობა და ჩახვევა ბნელ ქუჩაში… ან რამე უფრო სერიოზული… ვიღაცის ცქრიალა თვალები, ვიღაცის ცოცხალი ტუჩები და არა მხოლოდ მათზე ოცნება, რამაც ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა საფუძველი მიეცა. როგორც შეიძლება ჩვეულებრივი ღამის ოცნება. თქვენ არასოდეს იცით დარწმუნებით, როდის ხდება თექვსმეტი წლის გოგოები.

 

საქმე ის არის, რომ სინამდვილეში ან ოცნებებში, კონსუელო შეყვარებული იყო და შეძლო ამის შესახებ ეთქვა ისე, რომ მასთან ერთად უყვარდა მთელ მსოფლიოს.

 

მთავარი პრიზი

 

კონსუელომ ბავშვობა გაატარა დიდ, ხმაურიან, ლამაზ გვადალახარაში – ვარდების ქალაქში. ალბათ, ცნობილი მხატვრების თუ მწერლების რაოდენობის თვალსაზრისით, ვერ შეედრებოდა მაშინდელ მეხიკოს, მაგრამ მას პროვინციასაც ვერ უწოდებდი. ამ ქალქის შემდეგ დედაქალაქში გადასვლა საშშიში არ ყოფილა.

 

 

დედაქალაქში კონსუელომ გადაწყვიტა, სიმღერა რადიოში გაეგზავნა. მან დაწერა არა მხოლოდ სიტყვები, არამედ – ნოტებიც. ექვსი წლიდან გოგონა ფორტეპიანოზე უკრავდა. მართალია, გადაწყვეტილება მაშინვე არ მიუღია, რადგან თავიდან კონსუელოს ეშინოდა, ვინმესთვის ეჩვენებინა თავისი სიმღერა, რადგან ეს იყო ძალიან თამამი – ასეთი სიმღერებს მღეროდნენ ზრდასრული ქალები, კინოში…

 

და მაინც, მან აჩვენა პირველად თავის საუკეთესო მეგობარს. შემდეგ მათ წერილი გაგზავნეს ადგილობრივ რადიოსადგურში. სიტყვები და ნოტები, რომლ;ის მიხედვითაც რადიოში სიმღერა ჩაწერეს.

 

Грегори Пека

 

გოგონები სუნთქვაშეკრულნი უსმენდნენ რადიოში სიმღერას. ერთი მათგანიფიქრობდა – ნუთუ ეს მართლა ჩემია? მეორე კი –  ნუთუ ეს მართლა მისია?

 

ერთ დღეს, სიმღერის კიდევ ერთხელ მოსმენისას, მეგობარმა მოისმინა განმცხადებლის მიმართვა: „ძვირფას სიმღერის ავტორს ვთხოვთ, პირადად მოვიდეს რადიოში. თქვენ გაქვთ პრიზი, როგორც თვის საუკეთესო ავტორს“. კონსუელომ ვერ გაბედა და მის მაგივრად მეგობარი წავიდა. იგი პროდიუსერთან მიიყვანეს, ახალგაზრდა მამაკაცთან, სახელად მარიანო რივერა.

 

–  ეს მელოდია შენ თვითონ დაწერე?

 

–  არა…

 

– ასეც ვიცოდი, რამდენი წლის ხარ? ჩვიდმეტი? თვრამეტი? თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ, ასე პროფესიონალურად რომ დაწეროთ სიმღერები. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ჯერ კიდევ წინ გაქვთ ყველაფერი! მაშ, ვისი სიმღერაა?

 

– ჩემი მეგობრის.

 

– რამდენი წლისაა?

 

– იმდენისვე, როგორც მე…

 

გაკვირვებისაგან გონს მოსულმა რივერამ სთხოვა, გაეცნო მისთვის კონსუელო ველასკეს ტორესი.

რივერა ესაუბრა როგორც გოგონას, ისე მის მშობლებს და მოაწყეს ნამდვილი საკონცერტო ტური მისთვის. თავდაპირველად კონსუელომ სიმღერა შეასრულა მექსიკაში, შემდეგ მან მოახერხა ტურების ორგანიზება შეერთებულ შტატებში. იგი უკვე ოცი წლის იყო, მაგრამ მან ვერ შეძლო ზრდასრულ ადამინივით პასუხის გაცემა რივერას ხელის თხოვნაზე, ტურნეს დაწყებამდე და შეუთვალა „დიახ“, დედის მეშვეობით. იგი ჩავიდა ამერიკაში როგორც საცოლე და დაბრუნებისას  დაქორწინდა.

 

– ეს ხომ შენი სიტყვებია, – „მაკოცე“, – მოგვიანებით ხუმრობდა მარიანო. – როგორ არ მეკოცნა?

 

ეს გრძელი და ბედნიერი ქორწინება იყო, რომელშიც წყვილს ორი ვაჟი შეეძინა, სერხიო და მარიანო. ისინი ორივე ცნობილი მხატვარი გახდნენ.

 

консуэло веласкес

 

ამერიკაში მოგზაურობა ახალგაზრდა კონსუელოსთვის არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკონცერტო დარბაზებში წარმოდგენებით. ახალგაზრდამ, ლამაზმა, მიიპყრო ჰოლივუდის ყურადღება. მან უკვე როლებიც მიიღო ფილმებში.

 

თუმცა, ლეგენდის თანახმად, კონსუელოს ჰქონდა ყველა შანსი, რომ გამხდარიყო  ამერიკული კინოს ვარსკვლავი.

 

მან გადაწყვიტა, მისულიყო იმ ფილმის ქასთინგზე, რომელშიც გრეგორი პეკი  მონაწილეობდა.

ქასთინგი წარმატებით დასრულდა, კონსუელო ემზადებოდა კონტრაქტის გასაფორმებლად, მაგრამ გრეგორი პეკმა, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული იყო, დაიწყო მის მიმართ ინტერესის გამოხატვა. კონსუელოს დედა სასწრაფოდ ჩამოვიდა მექსიკიდან და თითქმის ძალით წამოათრია ქალიშვილი გარყვნილების ბუდედან.

 

ბევრი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ასეთი კარიერის დროს დაქორწინდნენ, ოჯახურ ცხოვრებაში დაიკარგნენ. ბავშვები ყურადღებას ითხოვდნენ, ქმრები  ეჭვიანობდნენ, მაგრამ მარიანო არ ეჭვიანობდა. კონსუელომ ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა: მან შექმნა სიმღერები, რომლებიც შეასრულეს მექსიკის პოპ ვარსკვლავებმა, დაწერა მუსიკა ფილმებისთვის… მისი ყველაზე ცნობილ სიმღერასაც ასევე ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. მას ასრულებდა ნახევარი მსოფლიო.

 

სიმღერა იმდენად გავრცელებული იყო, რომ ბევრმა იგი ხალხურად მიიჩნია. მექსიკელები და არგენტინელები ირწმუნებოდნენ, რომ „ბესამეს“ დედა ან ბებია აკვანში უმღეროდა.

 

თავად უკანასკნელად იმღერა „ბესამე“ 1977 წელს, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე. ამბობენ, რომ გრეგორი პეკმა, რომელიც იქ იმყოფებოდა, მხოლოდ სიმღერა იცნო. კონსუელოს სახელი და სახე დიდი ხნის მივიწყებული ჰქონდა.

 

სენორა ველასკეს რივერას უცნაურობები

 

კომპოზიტორი მთელი ცხოვრება მორცხვობით იტანჯებოდა. ის მშვიდად პასუხობდა კითხვებს, მაგრამ საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირდა.

 

უზომოდ  განიცდიდა, როდესაც გიდებს ტურისტები მიჰყავდათ მის სახლთან.  როდესც სადარბაზოდან გამოდიოდა, ხვდებოდა ათეულობით ადამიანის მზერა და უწევდა მათ შორის გზის გაკვალვა, რომ საქმეზე წასულიყო.

 

ბევრი ტურისტი ცდილობდა გასაუბრებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს შედიოდა ტურის ფასში.

 

სენიორა ველასკესი არასდროს ენდობოდა ბანკებს. მას ჰქონდა საკმაოიდ დიდი ჰონორარი და მთელ თანხას ხარჯავდა ძირითადი საჭიროებისთვის ან ბრილიანტებზე. კონსუელო ყოველთვის ატარებდა ბრილიანტებით სავსე ჩანთას, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა.

 

консуэло веласкес

 

„ბესამე მუჩოს“ დახმარებით მე მთელ მსოფლიოს ვაკოცე“, – შეაჯამა ბოლოს ცხოვრება, სენორა ველასკესმა. მან 88 წელი იცოცხლა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X