21:34 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

რატომ აზარებთ ხალხს შეძლებულ კაცს? ნეტავი მქონდეს – მეუფე ანტონი სიმდიდრეზე

რატომ აზარებთ ხალხს შეძლებულ კაცს? ნეტავი მქონდეს – მეუფე ანტონი სიმდიდრეზე

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ მის სიმდიდრეზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ამით ხალხს “შეძლებულ კაცს” აზარებენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

 

„აიღეთ, თუ გინდათ, ჩემზე, ხატების ქურდობისთვის მილიონერიაო, დამიდევით [მტკიცებულება]. რას ემსახურება? 4 200 კვადრატი მიწა მაქვს, 2 გადაწიეს წინ და 42 000-იო.

 

რას ემსახურება ეს შეგნებულად? პირადული თავდაცვა არ მინდა, უცებ მაგალითს ვამბობ… მილიონერიო… რატომ? რაში ჭირდებათ? ჯერ ერთი, რატომ აზარებთ შეძლებულ კაცს? ნეტავი მქონდეს“.

 

ბინა - 148,000 $, მიწის ნაკვეთი... - რა ქონებას ფლობს მეუფე ანტონი
2020-05-26ბინა - 148,000 $, მიწის ნაკვეთი... - რა ქონებას ფლობს მეუფე ანტონი

 

მეუფე ანტონის ქონებრივი მდგომაროება „აი ფაქტის” ჟურნალისტებმა შეისწავლეს.

 

მიტროპოლიტს აქვს წილები 8 კომპანიაში და ხელმძღვანელობს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ 5 ორგანიზაციას.

 

კომპანიების ნაწილი სამშენებლო საქმიანობას ეწევა, ნაწილი კი სუვენირებით ვაჭრობს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვებიდან მის კომპანიებს მიღებული აქვს 38, 152 ლარი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები