fbpx
16:26 | 2020-09-25 ავტორი: Prime Time

„რატომ აწვალებენ ექიმებს ამ საზეპიროს დამახსოვრებაში“ – მაია ბუწაშვილისთვის ეპიდემიოლოგების ბრიფინგები მიუღებელია

„რატომ აწვალებენ ექიმებს ამ საზეპიროს დამახსოვრებაში“ – მაია ბუწაშვილისთვის  ეპიდემიოლოგების ბრიფინგები მიუღებელია

„რაც უფრო მატულობს კოვიდინფიცირებულების რაოდენობა და რეგიონული განაწილება ქვეყანაში, მით უფრო გრძელდება ინფექციური საავადმყოფოს წინ ჩასაბარებელი საზეპიროს ზომა“,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებულ ბრიფინგებთან დაკავშირბით სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც იგი ამბობს, საჭიროა საზოგაოდებასთან კომუნიკაციის სხვა საშუალება მოიძებნოს.

 

„მაინტერესებს, რატომ აწვალებენ ექიმებს ამ საზეპიროს დამახსოვრებაში, ნუთუ კომუნიკაციის უფრო ცივილური ფორმა ვერ გამოიძებნა ამდენი ხნის განმავლობაში? მკურნალი ექიმების მიერ ამ ციფრების დამახსოვრება პრინციპის თემაა? როცა ვუსმენ, სულ ვღელავ, რომელიმე ციფრი არ შეეშალოთ.

 

გინდა დარჩე 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?! - ბაჩალიაშვილის სულისშემძვრელი ვიდეოჩანაწერი
2020-09-24გინდა დარჩე 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?! - ბაჩალიაშვილის სულისშემძვრელი ვიდეოჩანაწერი

 

მრავალი თვის  შემდეგ, მისასალმებელია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე გაჩნდა ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის შესახებ. ამას რეგიონული განაწილებაც რომ დაემატოს (ანუ რასაც ინფექციურის წინ გამართულ ბრიფინგზე ამბობენ), ხომ აღარ დაგვჭირდებოდა ყოველდღიურად ამ უცნაური ბრიფინგის იმედად ყოფნა ყველა დაინტერესებულ მხარეს?! დავამატებ, რომ თავისთავად მადლობელი ვარ პიროვნულად მარინა ეზუგბაიას და მარინა ენდელაძის, რომ ამ ინფორმაციას გვაწვდიან, მაგრამ კოვიდ-ეპიდსიტუაციის კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებლად მეჩვენება“,- ამბობს მაია ბუწაშვილი.

 

ცნობისთვის, ყოველდღე ინფექციურ საავადმყოფოსთან ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის შესახებ განცხადება კეთდება. როგორც წესი, კოროანვირუსის შემთხვევებზე მონაცემებს საზოგადოებას მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე აცნობენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X