fbpx
18:32 | 2020-06-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რატომ არის ნაძალადევი შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური აკვანი

რატომ არის ნაძალადევი შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური აკვანი

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრის.

 

მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის თავის პოლიტიკურ აკვანს, ნაძალადევს უბრუნდება.

 

„პრამტაიმი“ დაინტერესდა, რა იგულისხმა პარტიის ლიდერმა აღნიშნულ ფრაზაში და კითხვით „ლეიბორისტული პარტიის“ პრესცენტრს დაუკავშირდა.

 

როგორ ახასიათებს შალვა ნათელაშვილი თბილისის ოპოზიციონერ კანდიდატებს 
2020-06-19როგორ ახასიათებს შალვა ნათელაშვილი თბილისის ოპოზიციონერ კანდიდატებს 

 

„პოლიტიკურად იგულისხმა, თავიდან პარტია, რომ დაფუძნდა ყველაზე კარგი შედეგები გვქონდა ნაძალადევში და ამ რაიონში ყველაზე მეტი ამომრჩეველი გვყავს. 30 წლის წინ, როცა დაფუძნდა „ლეიბორისტული პარტია“ ჩვენი ოფისი, ტერიტორიულად ნაძალადევს ეკუთვნოდა.

 

ეს იყო მხატვრული შეფასება მისი მხრიდან, ნაძალადევში ბევრად უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს ვიდრე ვაკეში. ამ რაიონში მყარი ამომრჩეველი გვყავს, რომელიც 30 წელია მოგვყვება. ვინც გვყავდა ნაძალადევის ამომრჩეველი პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე გვყავს ის ადამიანები, უკვე ასაკოვანი ხალხია.

 

ძალიან კარგი აქტივი, ლაშქარი გვყავს არ რაიონში, შესამაბისად გვაქვს გამარჯვების მოლოდინი“, – გვითხრეს „ლეობორისტული პარტიის“ პრესცენტრში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X