21:18 | 2020-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რატომ არ უნდა შევიდეთ ფეხსაცმლით სახლში – სპეციალისტების რჩევები

რატომ არ უნდა შევიდეთ ფეხსაცმლით სახლში – სპეციალისტების რჩევები

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კოვიდ-19-ს ფეხსაცმლის ძირზე შეუძლია 5 დღის განმავლობაში იცოცხლოს. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

 

New England Journal of Medicine- ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსს მუყაოზე გაძლება და ინფექციურობის შენარჩუნება 24 საათის განმავლობაში შეუძლია. უჟანგავ ფოლადსა და პლასტმასზე 3 დღე, ხოლო ფეხსაცმლისთვის გამოყენებულ სინთეზურ მასალებზე – 5 დღე.

 

ინფექციური დაავადებების სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფეხსაცმელი შესაძლოა გახდეს სახლშიკორონავირუსის გავრცელების მიზეზი, თუკი არ დაიცავთ ჰიგიენურ ნორმებს.

 

რისკი იმისა, რომ შესაძლოა ფეხსაცმელი დაინფიცირებული იყოს, უფრო მაღალია, თუკი თქვენ იარეთ განსაკუთერებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, აეროპორტებში, სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში, ოფისებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

მედიკოსები გვირჩევენ, რომ ფეხსაცმელი, რომლითაც გარეთ ვიარეთ, დავტოვოთ ავტოფარეხებში ან პირდაპირ შემოსასვლელ კართან. ადამიანებს კი, რომლებიც კვლავაც აგრძელებენ მუშაობას და ტრანსპორტით გადაადგილებას, ურჩევენ, გამოიყენონ მხოლოდ ერთი წყვილი ფეხსაცმელი სახლიდან გასასვლელად.

 

ტილოს, რბილი ქსოვილებისა და მსუბუქი ტყავის ფეხსაცმელების გასაწმენდად მედიკოსები დაბალ ტემპერატურაზე გარეცხვას გვირჩევენ, ხოლო ტყავისა და მძიმე მატერიისგან შექმნილი ფეხსაცმლის –   სადეზინფექციო ტილოებით გაწმენდას.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები