14:43 | 2020-05-04 ავტორი: Prime Time

რატომ არ უნდა მოკლა გველი? – ყველა ცოცხალ ადამიანს, საკუთარი ტყუპისცალი-გველი ჰყავს

რატომ არ უნდა მოკლა გველი? – ყველა ცოცხალ ადამიანს, საკუთარი ტყუპისცალი-გველი ჰყავს

რატომ არ შეიძლება გველის მოკვლა? ხალხს აქვს რწმენა, რომ გველის მკვლელი მთელი ცხოვრება დაიტანჯება – მისი ოჯახი გაღარიბდება და ცუდ დღეში ჩავარდება.

 

საიდან გაჩნდა ასეთი რწმენა და რატომ არ შეიძლება გველის მოკვლა?

 

ბუკოვინაში (უკრაინა) ყოველთვის თვლიდნენ, რომ ოჯახში, გველები სიკეთის და იღბალის მომტანები არიან და თუ მას, საკუთარ ტერიტორიაზე შეხვდებით, დაუყოვნებლივ თქვენი „ფუძის ანგელოზი“ ხდება და მისი მოკვლა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

 

გველის, რომელიც ოჯახის მფარველად ითვლება, მოკვლის აკრძალვა უძველეს რწმენას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ბევრ გველში, ჩვენი წინაპრების სულები ცხოვრობენ.

 

პოლონელი ხალხში არსებობს ლეგენდა, რომ ყველა ცოცხალ ადამიანს საკუთარი  ტყუპისცალი-გველი ჰყავს და თუ მოკლავთ ნიშნავს, რომ თქვენ კლავთ სხვის სულს (შესაძლოა, შენს სულს).

 

ლიეტუვას ლეგენდის თანახმად, გველი ყველა ადამიანის სახლში ცხოვრობს. მათი რიცხვი, იმ მაცხოვრებლების რაოდენობის ტოლია, რამდენიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

 

ღამით, როცა ყველას ძინავს, გველები თავიანთი ხვრელებისკენ იწყებენ ცოცვას და მძინარე ადამიანებს გარს ეხვევიან.

 

მათი სუნთქვა, ადამიანებს ენერგიულობას, ძალასა და ჯანმრთელობას მატებს.

 

ესტონეთის ლიტერატურის მუზეუმის არქივში, 100-ზე მეტი ლეგენდა ინახება, სადაც აღნიშნულია, რომ თითოეული გველი – სახლის „ფუძის ანგელოზი“ და ამავე დროს სიკეთის მომტანია.

 

ავტორი: რუსა ღვანაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X