21:59 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

რატომ არ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაციის შემდეგ ტესტი ანტისხეულებზე

რატომ არ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაციის შემდეგ ტესტი ანტისხეულებზე

ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია (FDA), ისევე, როგორც ჯანდაცვის საკითხებში სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, გაუმართლებლად მიიჩნევენ ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულებზე ტესტის ჩატარებას. 

 


სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო მატულობს მომხმარებელთა პოსტები და ვაქცინაციის შემდეგ, ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის პასუხების ფოტოები, რომელთა ნაწილი წერს, ტესტის შედეგად, მათ სხეულში დიდი რაოდენობით ანტისხეული აღმოჩნდა, ან პირიქით, არ აღმოჩნდა ანტისხეულები.

 

რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში
2021-09-13რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი „რადიო თავისუფლებასთან“ დეტალურად განმარატავს, რატომ არ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაციის შემდეგ ტესტი ანტისხეულებზე,

 

ჯერჯერობით, მსოფლიოს ასეთი მიდგომა აქვს, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა და კონტროლის პრევენციის ცენტრი, ევროპის წამლის სააგენტო, ბრიტანული მარეგულირებელი, არავინ უწევს რეკომენდაციებს, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის შემდგომ ჩაიტარონ ტესტი ანტისხეულებზე, რადგან ეს არ არის არანაირი ინფორმაციის მომცემი მოქალაქეებისთვის. ვაქცინების მუშაობა და მათი ეფექტი, მეცნიერულად უკვე შესწავლილია, ამიტომ რეკომენდაცია, რომ ადამიანებმა რუტინულად ეძიონ საკუთარ სხეულში ვაქცინაციის შემდგომი სტატუსი, არასწორია.

 

კითხვაზე: როგორ შეიძლება წავიკითხოთ ტესტის პასუხები? თუკი ჩვენს სხეულში აღმოჩნდა ბევრი ანტისხეული, ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ დაცულები ვართ ვირუსისგან? ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს:

 

არა, არ ნიშნავს, რომ ბევრი ანტისხეული ჩვენ უფრო უკეთ გვიცავს დავირუსებისგან. ვაქცინის ორგანოში მოხვედრის შემდეგ ვითარდება ორი ტიპის იმუნიტეტი. ერთი, ეს არის ანტისხეულებზე დაფუძნებული იმუნიტეტი და მეორე, იმუნიტეტი, რომელიც უჯრედული რგოლით, ანუ T და B ლიმფოციტებით არის განპირობებული და არა მხოლოდ ანტისხეულებით.

მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება - სასიხარულო ინფორმაციას ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს
2021-07-29მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება - სასიხარულო ინფორმაციას ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს

 

ანტისხეულები სწრაფი მორეაგირეა და თუკი ადამიანს აქვს კარგი მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები, ისინი ადამიანს იცავს ინფექციის შემოჭრისგან, ასევე იმისგან, რომ არ იყოს ინფექციის გამავრცელებელი და ა.შ. თუმცა, მეორე ტიპის იმუნიტეტი, T და B ლიმფოციტური იმუნიტეტი, ძალიან აქტიურად იცავს ადამიანს მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და სიკვდილისგან. ამიტომ, წუხილი იმაზე, რომ მაგალითად, ტესტის შედეგად არ აღმოჩნდა ანტისხეული და ე.ი. გამოდის, რომ იმუნურმა სისტემამ არ იმუშავა, ეს მიდგომა არასწორია.

 

გარდა ამისა, მეორე ნიუანსია, შესაძლოა, მე მქონდეს ჯამური ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი, მაგრამ თუკი მე ცალკე არ მაქვს გაკეთებული ტესტი მანეიტრალიზირებელ ანტისხეულებზე, ე.წ. რეცეპტორდამაკავშირებელ დომენის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე, გამოდის, რომ ზუსტ ინფორმაციას მაინც ვერ ვფლობ.

 

 

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შესაძლოა მე მქონდეს 100 ანტისხეული და აქედან მხოლოდ ორი იყოს მანეიტრალიზირებელი და ამ დროს, შესაძლოა ვიღაცას ჰქონდეს 5 ანტისხეული და სამი იყოს მანეიტრალიზირებელი. გამოდის, რომ ის ადამიანი უფრო დაცულია, ვიდრე მე. ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი არ კორელირდება დაცვის ხარისხთან, ანუ, რამდენად დაცულია ადამიანი.

 

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

ისე შემეცოდნენ, მოფერება მომინდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებზე

 

VIDEO: მძიმე კადრები თურქეთიდან – ხანძარი დიდ მასშტაბებს აღწევს, მიმდინარეობს შენობებიდან ხალხის ევაკუაცია

 

„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში

 

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

 

ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“

 

„მოსწერა, კაბა ცმოდა, რომ ადვილად ექნათ ყველაფერი“ – პედოფილს 10 წლის შვილის ნაცვლად დედა ეკონტაქტებოდა

 

ავტორი: Prime Time


X