fbpx
16:00 | 2020-06-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რატომ არ ყიდიან მეუფეები მანქანებს? – მეუფე საბას განმარტება

რატომ არ ყიდიან მეუფეები მანქანებს? – მეუფე საბას განმარტება

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბა გიგიბერიამ ​ქადაგებისას ისაუბრა თუ რატომ არ ყიდიან მეუფეები მანქანებს.

 

„დარწმუნებული ვარ თითოეულ ჟურნალისტს, თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე ყველაზე მდიდარ მღვდელს საქართველოში, თუ არსებობს ასეთი.

 

და რატომ ხდება იმ გაჭირვებული მღვდლის თუნდაც მწირი საქმიანობა სასაყვედურო და ამ გაზულუქებული ადამიანების ცხოვრების წესი ე.ი კარგია, რატომ მევალება მე დაპურება ყველა გაჭირვებული ადამიანის ამ ქვეყანაში და რატომ არ ევალება იმათ? სად წერია ეს გამაგებინეთ.

 

ან რას ვაკლებთ ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ამ ხალხს. კი ბატონო გავყიდი მანქანას და დავურიგებ ათას კაცს ერთ დღეს პურს, მეორე დღეს ვინ დაურიგებს?

 

გაყიდის მეორე ეპისკოპოსი მანქანას დაურიგებს კიდევ ათას კაცს. მესამე, მეხუთე, კაი ერთი წელი.. მეორე წელს ვინ იზამს ამ საქმეს? ხომ აღარ გვექნება ჩვენ მეტი მანქანა გასაყიდი. ამას არ ჯობია შესაძლებლობების შეერთება, საქმის კეთება და ერთად ვიზურნოთ, ვიდრე ერთმანეთს ვაყვედროთ – შენ მეტს აჭმევ და მე ნაკლებს, ან პირიქით“, – ამბობს მეუფე საბა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X