20:11 | 2020-05-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რატომ არ ჩაერია სინოდი ყინწვისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში

რატომ არ ჩაერია სინოდი ყინწვისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში

ყინწვისის მონასტერში მოღვაძე სასულიერო პირებს შორის სისხლიანი დაპირისპირების შესახებ „პრაიმტაიმთან“ ანდრია ჯაღმაიძე საუბრობს.

 

ამბობს, რომ ეკლესიაში არსებულ ნებისმიერ პრობლემას ჯერ ეპარქია განიხილავს, საჭიროების შემთვევაში კი, ეპარქიის მღვდელმთავარი წმინდა სინოდის სხდომაზე საკითხს განსახილველად აყენებს.

 

„ასე ხდება ეკლესიაში, როცა რაიმე პრობლემაა, მას ეპარქია განიხილავს. ხოლო, თუ საჭიროდ ჩათვლის და მიმართავს კონკრეტული მღვდელმთავარი, წმინდა სინოდის სხდომაზე საკითხს განიხილავენ.

 

ეს ყინწვისის მონასტერში მომხდარსაც ეხება.“ – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

 

შეგახსენებთ, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დავითმა (კობაიძე) ცეცხლსასროლი იარაღიდან მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ესროლა, რომელიც ხელის არეში მსუბუქად დაიჭრა.

 

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, დავით კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X