08:52 | 2021-10-21 ავტორი: Prime Time

რატომ ამბობენ ექიმები, რომ საქართველოში პანდემია არასდროს დასრულდება

რატომ ამბობენ ექიმები, რომ საქართველოში პანდემია არასდროს დასრულდება

პანდემია არასდროს დასრულდება თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება – ვირუსის გავრცელების მე-5 ტალღის საწყის ეტაპზე მყოფი საქართველო და ეპიდემიოლოგების შემაშფოთებელი პროგნოზები.

 

არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე მედიკოსები თვლიან, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში – კახეთსა და იმერეთში.

 

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესებულია. ყველანაირი მაჩვენებელი, რომელიც რეალურად პასუხისმგებელია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, შეიძლება ითქვას კატასტროფულად არის მომატებული.

 

თუ არ ვეცდებით და არსებულ მდგომარეობას ერთადერთ ბერკეტს არ დავუპირისპირებთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესი, სხვა შემთხვევაში შემოდგომის ბოლოს ქვეყანაში მივიღებთ საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას,” – ამბობს “ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მაია კაშია.

 

სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X