fbpx
11:46 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

„რატომ ახსენდება სააკაშვილს ყველა არჩევნების წინ ლაშა შუშანაშვილი“? – ადვოკატი დოკუმენტს ასაჯაროებს

„რატომ ახსენდება სააკაშვილს ყველა არჩევნების წინ ლაშა შუშანაშვილი“? – ადვოკატი დოკუმენტს ასაჯაროებს

კვირას, საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერ ემიგრანტებს შეხვდა, თუმცა შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

 

ახალგაზრდა მამაკაცი სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა და მას თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. სიტუაცია ადგილზე საბერძნეთის პოლიციამ განმუხტა.

 

კადრები → ამ ვიდეოში ჩანს, როგორ დაარტყეს მიხეილ სააკაშვილს ათენში

 

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა მომხდარი ე.წ. „კანონიერ ქურდს“, ლაშა შუშანაშვილს დაუკავშირა. მასზე დაყრდონით, მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შუშანაშვილმა საბერძნეთში 200-მდე კრიმინალი შეკრიბა და ყველას, ვინც სააკაშვილს დაარტყამდა ქურდად კურთევას დაპირდა.

 

როგორ შეკრიბა 200-მდე კრიმინალი ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც 2018 წლიდან საბერძნეთის ციხეში იმყოფება და მიმდინარე წლის 18 მარტს, თესალონიკის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა?

 

ამის გარკვევას ლაშა შუშანაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატთან, ნანა ფრიდონაშვილთან შევეცადეთ:

 

„მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებას, რომელიც ამ დღეებში  „მთავარ არხზე“ და შემდეგ სხვა  საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, სერიოზულად როგორ უნდა ვუპასუხო, ნამდვილად არ ვიცი.

 

ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, საქართველოში მოახლოებული არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილს, რაღაც უცნაური ამოჩემება თუ ფობია ემართება ხოლმე, რაც ლაშა შუშანაშვილის სახელს უკავშირდება.

 

ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბრის ბოლოს, არჩევნების წინ ტელევიზიითა და მედიის სხვა საშუალებებით, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გავრცელდა, სადაც ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ  ლაშა შუშანაშვილს ბილეთი აღებული ჰქონდა და 3 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდებოდა.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ იმ დროსაც, ლაშა შუშანაშვილი, საბერძნეთში, სალონიკის საპატიმროში იმყოფებოდა.

 

სააკაშვილის 2012 წლის განცხადების შემდეგ, რამდენიმე დღეში, მის მიერვე კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებებით კვლავ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ლაშა შუშანაშვილი უკვე საქართველოში იმყოფებოდა და მშობლიურ რუსთავსაც სტუმრობდა.

 

სააკაშვილის და მის მიერ მართული მედიის ტყუილების საპასუხოდ, შემიძლია წარმოგიდგინოთ თესალონიკის მთავარი საპყრობილის ოქმი, სადაც წერია, რომ 1961 წელს, საქართველოში, კერძოდ რუსთავში დაბადებული ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილი 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე იმყოფება თესალონიკის ციხეში და შესაბამისად ის ვერანაირ 200-კაციან შეკრებას ვერ მოაწყობდა.

 

 

 

სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა, უცხოეთის ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლაშა შუშანაშვილი კვლავ „გაიხსენა“ და ვითომ 200 პროვოკატორი შეკრიბა და სააკაშვილზე ხელის დარტყმის სანაცვლოდ მათ „ქურდობას პირდება“.

 

საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ქართველი „კანონიერი ქურდის“ ადვოკატი გახდა
2020-06-01საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ქართველი „კანონიერი ქურდის“ ადვოკატი გახდა

 

ამ ნაბოდვარის მიუხედავად, მსურს, მიხეილ სააკაშვილი და მისი გულშემატკივრები „დავამშვიდო“: ლაშა შუშანაშვილი 1992 წლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და ფაქტობრივად, საქართველოსთან აღარაფერი აკავშირებს.

 

ადრეულ წლებში, რამდენიმე დღით, საქართველოში, ნათესავებს სტუმრობდა ხოლმე. 2003 წლის ბოლოდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არც მას და არც მის შვილებს, არცერთხელ გადმოუკვეთავთ. საქართველოსთან, მას ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი აქვს. აბსოლუტურად არ აინტერესებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

2002 წლიდან, რაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო,  საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის სურვილი არასდროს გასჩენია და  შესაბამისი ორგანოებისათვის არ მიუმართავს. არც ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არანაირ მითითებებს არასდროს არ მიიღებს. 2009 წელს, ლაშა შუშანაშვილმა, საკუთარი პასპორტით, სრულიად კანონიერი გზით საბერძნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და დღემდე, საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრობს, თუმცა ამჟამად იგი თესსალონიკში, ისევ ძირითადად, საქართველოდან მიწოდებული არასწორი ინფორმაციების საფუძველზე,  პატიმარობაში უკანონოდ იმყოფება“, – ამბობს შუშანაშვილის ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X