16:06 | 2020-10-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რატომ აღარ ჩანს მარინა ეზუგბაია – ეკრანიდან 3-კვირიანი გაუჩინარების შემდეგ, ინფექციონისტი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა

რატომ აღარ ჩანს მარინა ეზუგბაია – ეკრანიდან 3-კვირიანი გაუჩინარების შემდეგ, ინფექციონისტი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან, საზოგადოებას კოვიდ-ინფიცირებულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ყოველ დილით აწვდიდა, ეკრანებზე 3 კვირაა აღარ ჩანს. ამ პერიოდში არ წყდება მაყურებლების შეკითხვა: „სად არის მარინა ეზუგბაია?“

 

 

კითხვა აქტუალურია იმის მიუხედავადაც, რომ ეზუგბაიას თბილისიდან ბათუმში, კოლეგების დახმარების მიზნით გამგზავრების შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ წინასწარვე დააანონსა, თუმცა კორონავირუსსა და პანდემიას შეჩვეული მოქალაქეები, ეზუგბაიას ეთერიდან გაუჩინარებას მაინც ვერ შეეგუვნენ.

 

 

„პრაიმტაიმი“ მარინა ეზუგბაიას ბათუმში დაუკავშირდა. აჭარაში მყოფი ექიმი გადატვირთული გრაფიკით მუშაობს, თუმცა,  ჩვენთან სალაპრაკოდ დრო მაინც გამონახა. ეზუგბაიამ გვითხრა, რომ აჭარის ჯანდაცვის სექტორს ტრენინგებს უტარებს და  ეპიდვითარების მართვაში ეხმარება. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გვიპასუხა კითხვაზეც, როდის დაუბრუნდება თბილისს და ტრადიციულ ბრიფინგებს.

 

„ამდენი თვის განმავლობაში რა გამოცდილებაც მივიღეთ, ჩვენს ბათუმელ კოლეგებს უნდა გავუზიაროთ. რადგან მათთან ეს ყველაფერი ახალი დაწყებულია, ამიტომ სწორად და ადეკვატურად უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა.

 

 

ბათუმიდან რომ დავბრუნდები, ტრადიციულ ბრიფინგებსაც მაშინ დავუბრუნდები. გააჩნია, რა ვითარება იქნება ადგილზე. სავარაუდოდ, ეს მოხდება 2 კვირის შემდეგ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამპრაიმტაიმთან“ საუბრისას.

 

 

ცნობისთვის, აჭარაში გამწვავებული ეპიდვითარებისა და ბათუმში კორონავირუსის უპრეცენდენტო შემთხვევების გამოვლენის გამო, საჭირო გახდა, რომ ადგილზე მომუშავე ინფექციონისტებსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს თბილისიდან ჩასული ინფექციური საავადმყოფოს სპეციალისტებიც დახმარებოდნენ, მათ შორისაა მარინა ეზუგბაია 3 კოლეგასთან ერთად.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები