09:52 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები დილიდან ისევ ვერტმფრენებით გამოჰყავთ

რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები დილიდან ისევ ვერტმფრენებით გამოჰყავთ

რაჭაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა.

 

ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იმ სოფლების მიმართულებით ასრულებს რეისს, საიდანაც სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ.

 

გუშინ დღის განმავლობაში 4 ვერტმფრენის მეშვეობით 7 რეისი შესრულდა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 100-მდე ადამიანი, მათ შორის, არიან მცირეწლოვნები.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +