17:05 | 2020-08-03 ავტორი: Prime Time

რაჭაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

რაჭაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ სტიქიის შედეგად დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. ონის მუნიციპალიტეტის ყველა მოსახლეს ელექტროენერგია მიეწოდება. ამ დროისთვის, დარჩენილია მხოლოდ მცირე დაზიანება კურორტი შოვის კერძო ქსელში, რომელიც აგრეთვე მალე აღდგება.

 

„კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა ძალიან რთული და საკმაოდ სარისკო სამუშაოები, დროის მოკლე მონაკვეთში, საკმაოდ წარმატებით დაასრულეს, რისთვისაც დიდი მადლობა პროცესში ჩართულ ყველა თანამშრომელს.“ – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

 

გოგომ მამაკაცს გაუგზავნა ვიდეო, სადაც ვენების გადაჭრაა ასახული - რა დახვდა გორში, ადგილზე მისულ პოლიციას?
2020-08-03გოგომ მამაკაცს გაუგზავნა ვიდეო, სადაც ვენების გადაჭრაა ასახული - რა დახვდა გორში, ადგილზე მისულ პოლიციას?

 

რაჭაში სტიქია რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადიდებულმა მდინარემ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემები ხაზის საყრდენები დააზიანა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები