14:42 | 2020-07-29 ავტორი: Prime Time

რაჭაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები სხვადასხვა სამთავრობო სამსახურის კოორდინაციით გრძელდება

რაჭაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები სხვადასხვა სამთავრობო სამსახურის კოორდინაციით გრძელდება

რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს ვადებში ჩატარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე ხელმღვანელობენ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი,  ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.

 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  ჩართულია მძიმე ტექნიკა.

 

ამ დროისათვის, მამისონის  118-ე  კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს  სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.

 

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე  რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და  შიდა სასოფლო გზები.

 

უკვე დაწყებულია სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც ადგილზე  კოორდინაციას გაუწევს   გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.

რაჭაში, სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება
2020-07-29რაჭაში, სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება

კომპანიის წარმომადგენლები  მაგისტრალური ქსელის  დაზიანების შედეგად  წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს  სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდიან.

 

არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია  სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები.  დაწყებულია  დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად  მოსამზადებელი სამუშაოები.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

 

რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები დილიდან  მიმდინარეობს.

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +