
`წელს რაჭა – ლეჩხუმზე და ქვემო სვანეთზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში 15 მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი, აქედან დაფინანსდა 44 პროექტი, თუმცა არის კიდევ 2 პროგრამა რომლითაც ოპერირებენ მუნიციპალიტეტები. ესენია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ე.წ. სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რეგიონში სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან არჩილ ჯაფარიძესთნ ერთად რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ობიექტებს შორის იყო: ამბროლაურში მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოები და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ონში ბარი-მრავალძალის გზა, ონის ქუჩების კეთილმოწყობა, პიპილეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ლენტეხის კეთილმოწყობის სამუშაოები, ცაგერში კეჭნარის სკვერის, ქუჩების ასფალტირება, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
„
ოთხივე მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად თითქმის ყველა პროექტის ნახვა მოვასწარით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე მიმართულება რეგ. ფონდი, სკოლების პროგრამა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა რომ 2 თვის განმავლობაში კოვიდის გამო პრაქტიკულად შეჩერებული იყო ყველა პროექტი, იმდენად კარგად განაახლეს ეს სამუშაოები რომ დაახლოებით 60% ამ სამუშაოებისა დამთავრებულია. მუნიციპალიტეტებში შეხვედრების შედეგად უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ პრაქტიკულად დავიწყეთ მუშაობა 2021 წლის პროექტებზე, მათი განხილვა და თემებზე მსჯელობა.”-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.