fbpx
20:33 | 2020-08-07 ავტორი: რუსა ღვანიძე

„რასაც ვწერ, ყველაფერს თავისი მუზა და ისტორია აქვს“ – ანდრია გველესიანის საავტორო სიმღერა, მეუღლესთან ერთად

„რასაც ვწერ, ყველაფერს თავისი მუზა და ისტორია აქვს“ – ანდრია გველესიანის საავტორო სიმღერა, მეუღლესთან ერთად

ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი, რამდენიმე სიმღერის ავტორია. რამდენიმე ხნის წინ, მეუღლესთან, მაიკო ვაწაძესთან ერთად, ახალი სიმღერა „ჩვენ“ შეასრულა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

მსახიობი „პრაიმტაიმთან“ მის „მუზაზე“ და მუსიკალურ ოჯახზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ახალი სიმღერა სრულყოფას, სწორედ, პანდემიის პერიოდში მიეცა:

 

მიხარია, როცა ჩემი ახალი საავტორო სიმღერა, მოწონს საზოგადოებას. დედა, თეა დემურიშვილი – საოპერო მომღერალი და მამა დავით გველესიანი, ანსამბლ „რუსთავის“ და ქართული სიმღერების სოლისტია. გენეტიკას, დიდი ძალა აქვს და როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში „იფეთქა“.

 

გარდატეხის ასაკში, სპორტით ვიყავი დაკავებული, დანარჩენი დრო კი, ბავშვობიდან მოყოლებული, ვმღერი. სიმღერა, ჯანსუღ კახიძის კაპელით დავიწყე, სადაც პირველი სოპრანო ვიყავი. გარდატეხის ასკის შემდეგ, ისევ დავუბრუნდი ხელოვნებას და ამასთან ერთად მუსიკოსობაც აღვადგინე და დღეს, როგორც მსახიობი და მუსიკოსი, ისე მოვევლინე.

 

თეტრალური ინსტიტუტი დაამთავრე?

 

დავამტავრე შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, სადაც მეუღლესთან ერთად, ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. სწორედ იქ გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. 3 წელი მეგობრები ვიყავით და მესამე კურსიდან, უკვე შეყვარებულები გავხდით.

 

 

საავტორო სიმღერები…

 

ეს ჩემი მეოთხე საავტორო სიმღერაა. სამი, სტუდიური ვერსიაა, თავის ვიდეოკლიპით, რომელიც დიდი ხანია გამოვიდა და მსმენელმააც შეიყვარა. რეალურად, ეს უკვე ჩემი მეოთხე სიმღერაა, რომლის სახელწოდებაა – „ჩვენ“. ამ ეტაპზე, სამი სიმღერის კლიპზე ვმუშაობ.

 

2021 წელს კი, საკუთარი ალბომის გამოშვებას ვგეგმავ. სიმღერის კლიპს, ერქმევა -“ჩვენ“. პირველ ალბომში, ყველა სიმღერა, მაიკოს ეძღვნება. მიხარია, რომ არა მარტო სიმღერა სიმღერისთვის, რასაც ვწერ, ყველაფერს თავისი მუზა, ისტორია და დრო აქვს. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მუზა, პირველი ალბომის გვერდზე მყავს, მაგრამ მერე რა იქნება, დრო გვიჩვენებს.

 

– შენი მეუღლე, პროფესიონალი მომღერალია?

 

მაიკო მსახიობია, მაგრამ ზოგადად, ძალიან კარგად „შეთანხმებულია“ სიმღერასთან. ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდება, რაც ჩანს კიდეც მის ხარისხში. შესაბამისად, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ეს სიმღერა „გაგვიდუეტდა“ და დიდი მოწონება დაიმსახურა. ვაღიაროთ, რომ არც თუ ისე მარტივია, საავტორო სიმღერა შექმნა და თან ყველას მოეწონოს. ეს ყველაფერი, განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მართლაც გულიდან წამოსული სიმღარაა და ალბათ, იშვიათად მოგივა თავში ისეთი მელოდია, როცა ვერ ხვდები, როგორ და საიდან დაიბადა.

 

 

კლიპის გადაღება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დასრულდება. კარგი იდეები მაქვს და ბევრ რამეს ვგეგმავ. იმედია, კლიპსაც ისევე შეიყვარებს საზოგადოება, როგორც სიმღერას. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიმღერას და ვცდილობ, სწორი კუთხით მივაწოდო მსმენელს და მაყურებელს. პირველი იყო „აკუსტიკა,“ სადაც ცოცხლად დავუკარით და ვიმღერეთ. მეორე კი, თოქ-შოუ „პროფილი“.

 

მოგვიყევი მუსიკოს მშობლებზე…

 

დედა, რამდენიმე წელია, რაც თბილისში დაბრუნდა, და ამ ეტაპზე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერის სოლისტია. ადრეული ასაკიდან, „ლას-კალას“ ოპერადან დაწყებული, ევროპის და აშშ-ის ბევრი გრანდიოზული თეტრის მომღერალი იყო.

 

 

დაახლოებით 5 წელია, რაც საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ხშირად დადის გასტროლზე, მაგრამ ძირითადად, აქ მოღვაწეობს. სამი თვის წინ, მე და დედამ პირველად ჩავწერეთ დუეტი, რომელიც „პრაიმშოუში“ შევასრულეთ.

 

მამაზე ვიტყოდი, რომ ქართული სიმღერის, ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია. ბევრი დუეტი გვაქვს შექმნილი, რომელიც გავრცელდა, როგორც სატელევიზიო სივრცეში, ასევე სოციალურ ქსელში.

 

 

ყველაზე დიდი გამოხმაურება „ყური უგდე საქართველოს“ და „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ მოჰყვა. მე და მამა ერთად ვთანამშომლობთ -კოლაბორაციები გვაქცს. მშობლებთან ერთად არ ვცხოვრობთ. სხვათა შორის, ბავშვობიდან, ბებია მზრდიდა, თუმცა მშობლებთან, ხშირი კონტაქტი მაქვს.

 

თეატრი – შენი ძირითადი პროფესია…

 

ჩემი ძირითადი პროფესია, მსახიობობაა. მე და ჩემი მეუღლე მაიკო, ერთი პროფესიის ვართ და ერთად ვმუშაობთ ს. ახმეტელის სახელობის თეტრში. ძალიან გვენატრება სცენა და იმედია, მალე დავუბრუნდებით.

 

 

კარგი პროექტი გვქონდა, ცნობილი ქორეოგრაფი გია მარღანია „კარმენს“ დგამდა, მაგრამ პრემიერამდე, ზუსტად ორი კვირით ადრე, პანდემია დაიწყო. იმედს არ ვკარგავთ, რომ მალე, ყველაფერი აღდგება.

 

სცენის გარეშე ცხოვრება, თეატრალებს, ძალიან გაუჭირდათ…

 

მე როგორც მუსიკალური, ასევე სამსახიობო სფეროს წარმომადგენელი, მინდა გითხრათ, რომ მუსიკალურ სფეროში უფრო მოძრაობაა, თუმცა რამდენად შეიძლება ამას, მოძრაობა ეწოდოს. რაც შეეხება თეტრს, გაჩრებული და „გაყინულია“. ვერ ვხვდები რამდენად შესაძლებელია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გვერდი-გვერდ ისხდნენ პირბადეებით და თეატრში არა. ვფიქრობ, ზოგადად, ეს საკითხი, გადასახედია.

 

მხოლოდ, ღია სივცეშია დასაშვები…

 

ღია სივცეშია დასაშვები და დამეთანხმებით, რომ თეატრის მოყვარულებისთვის, ეს წარმოუდგენელია. თეატრს, თავისი აკუსტიკა აქვს. შეიძლება მიუზიკლი ითამაშო, ან გაახმოვანო, მაგრამ თეატრი, ღია სივრცეში ცოტა უცნაურია. ექსპერიმენტული თეატრი, რა თქმა უნდა პრობლემა არ არის. ჩვენც გვითამაშია ბანზე – ხევსურეთში, შატილში, რაც პრობლემა არ არის, მაგრამ გააჩნია სპექტაკლს. ბევრ სპექტაკლს თავისი შენობა, აკუსტიკა და რაც მთავარია, განწყობა ჭირდება. იმედია, მალე გამოსწორდება ყველაფერი, პრინციპში, მთელი მსოფლიო გაჩერდა.

 

აგვისტოს თვეში, თეტრიდან ყოველთვის ვისვენებთ, მაგრამ სექტემბერი და ოქტომბერი, როგორ იქნება ვნახოთ. ვფიქრობ, თეატრალების მხრიდან, აუცილებლად მოჰყვება პროტესტი.

 

სამწუხაროდ, პანდემია, ხელოვან ხალხს ძალიან მძიმედ „დააწვა“. თუმცა, ვაანალიზებთ და გვესმის განვითარებული სიტუაცია. ხელოვანი ხალხი, ძალიან ემოციურად უდგება ყველაფერს და რა თქმა უნდა ესმის ყველაფერი, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება.

 

მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში, ჩვენი ექიმების დამსახურებით, არ არის საგანგაშო მდგომარეობა! სტაბილურობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შიდა რესურსი გამოვიყნოთ. თუ „სითი მოლში“ შესვლისას, სიცხეს უზომავენ, რატომ არ შეიძლება. თუნდაც თეტრშიც, იგივე მოხდეს? ჩვენც ამ დროში ცხოვრება მოგვიწია და ვნახოთ რა იქნება.

 

 

ბევრი აღნიშნავს, პანდემიის დადებით მხარეებს…

 

ჩემი ახალი სიმღერა – „ჩვენ“ სრულყოფას, სწორედ პანდემიის პერიოდში მიეცა. მობილური ვერსიაც, ამ პერიოდში გაკეთდა. ასევე, სხვა ბევრი სიმღერებიც. რეალურად, ეს დრო, არა მარტო ხელოვანმა ხალხმა, არამედ სხვა სფეროს წარმომადგენლებმაც, კარგად გამოვიყენეთ. მთავარია, ყველაფერში პოზიტივი ვეძებოთ.

 

🎵 #აკუსტიკა ანდრია გველესიანი & მაიკო ვაწაძე – ჩვენ

🎵 #აკუსტიკა ანდრია გველესიანი & მაიკო ვაწაძე – ჩვენ🎸 დათო ლონდარიძე – გიტარა🎻 დეა ხეოშვილი – ჩელო🎻 ელენე ხეოშვილი – ვიოლინო🎼 ავტორი – ანდრია გველესიანი🎬 გადაღებულია – Gardenia shevardnadze

Posted by აკუსტიკა • Acoustics on კვირა, 28 ივნისი, 2020

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X