20:26 | 2020-05-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რას ურჩევს ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ზღვის სეზონისთვის

რას ურჩევს ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ზღვის სეზონისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, რეკომენდაციების დაცვა მოუწევს მოსახლეობას საზღვაო სეზონზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის.

 

„საზღვაო სეზონი მალე მოახლოვდება და ჩვენ ვმუშაობთ იმ რეკომენდაციებზე, რაც გამოყენებული შეიძლება იყოს ამ სეზონისთვის.

 

თვალყურს ვადევნებთ იმ ქვეყნების რეკომენდაციებს, სადაც საზღვაო კურორტებია. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდირებული იქნება, რომ პლაჟებზე დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება.

 

ეს გარანტიაა იმისა, რომ უშუალო გადადება ადამიანიდან ადამიანზე იქნება შემცირებული.“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +