13:04 | 2020-09-09 ავტორი: ნინი ტაველიძე

რას უყვებოდა თამარ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგს – ამონარიდები ექიმის ჩვენებიდან

რას უყვებოდა თამარ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგს – ამონარიდები ექიმის ჩვენებიდან

საქმეში ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ორი ჩვენება დევს. პირველი 22 ივლისით თარიღდება, ხოლო მეორედ საგამოძიებო უწყებამ ფსიქოლოგი 27 ივლისს გამოკითხა.

 

ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული აღმოჩნდა
2020-09-09ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული აღმოჩნდა

 

თამარ ბაჩალიაშვილი თავის ფსიქოლოგს სულ 7-ჯერ შეხვდა. 5-ჯერ პანდემიის დაწყებამდე და შემდეგ უკვე ივნისში.

 

ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი იხსენებს, რომ თამარი ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო. მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თამარს ადამიანებთან ურთიერთობები უჭირდა.

 

ამონარიდები ფსიქოლოგის ჩვენებიდან:

 

პირველი შეხვედრა თამარ ბაჩალიაშვილსა და მის ფსიქოლოგს შორის:

 

„შეხვედრაზე თამართან საუბრისას შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თავის ასაკთან შედარებით ის იყო თავისებური, უფრო კონკრეტულად კი, თავის თავში ჩაკეტილი, უჭირდა გახსნილად ურთიერთობა, თვითშეფასება ჰქონდა დაბალი.

 

მასთან საუბრის დროს მე ჩამოვაყალიბე მეორე შევხედრის გეგმა თუ მასთან რა მიმართულებით უნდა მემუშავა. დავრწმუნდი რა, რომ მას თვითშეფასება ჰქონდა დაბალი, გადავწყვიტე თამართან ამ მიმართულებით უნდა მემუშავა და მივეცი რეკომენდაცია, რომ მომავალი შეხვედრისთვის თავის თავზე მოეყოლა რა იყო მისი კარგი და ცუდი თვისებები..

 

ხსენებულ შეხვედრაზე თამარმა თავისი თვისებების დადებითი მხარის შესახებ უფრო ნაკლები ისაუბრა, ვიდრე უარყოფითზე“.

კითხვაზე უხსენებია თუ არა თამარს მასთან თვითმკვლელობა. ფსიქოლოგი შემდეგნაირად პასუხობს:

„თამარს პირდაპირ თვითმკვლელობაზე არ უსაუბრია. თუმცა, ივნისის თვეში, როდესაც ჩვენ ბოლოს შევხვდით ერთმანეთს, მან ერთ-ერთ მომენტში თქვა, რომ ცხოვრება სხვანაირად წარმომედგინაო.

 

როდესაც მას შევეკითხე თუ აღნიშნულში რას გულისხმობდა, თამარმა ამაზეც ზოგადად მიპასუხა, რომ მისი თანატოლები ზოგი დაოჯახებულია და ჰყავს შვილები.

 

ზოგი უფრო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და მისი თქმით, ვინაიდან მას არც პირადი ოჯახი ჰქონდა და არც აქტიური ცხოვრება გამოსდიოდა, აღნიშნულს ძალიან განიცდიდა“.

 

ფსიქოლოგი ასევე ამბობს, რომ ივნისში მას თამარი ძალიან ცუდ ხასიათზე მოეჩვენა და დაინტერესდა რა იყო მისი გუნება-განწყობილების მიზეზი. თამარმა უპასუხა, რომ უნივერსიტეტში ნაშრომი ვერ დაწერა ისე კარგად, როგორც მას უნდოდა და ვერ მოემზადა კარგად:

 

„მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ჰქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგან ის ისეთ საკითხებს აღიქვამდა მწვავედ, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში ის პრობლემა არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.

 

მაგალითად, ამბობდა, რომ სამსახურში, როდესაც ავეჯის ინტერიერს ცვლიან, აღნიშნული მე ძალიან მაღიზიანებსო. თვლიდა, რომ მას სხვები ჩაგრავდნენ, თავის დასაცავად კი მას არ შეეძლო, რომ ვინმეს შეწინააღმდეგებოდა და თავისი მოსაზრებები დაეცვა.

 

თვლიდა, რომ ეს ყველაფერი იყო მისი პიროვნული სისუსტის ბრალი“.

 

27 ივლისი ფსიქოლოგის მეორე ჩვენება :

 

„პანდემიის პერიოდში თამარი მე დამიკავშირდა სოციალურ ქსელ ფეისბუკის მესენჯერის მეშვეობით, რა დროსაც მომილოცა ბზობის დღესასწაული და შემდეგ დამისვა კითხვა იმის შესახებ – როდესაც ადამიანები უსამართლოდ იქცევიან, როგორ ჯობია რომ მივუდგეთ – სამაგიერო გადავუხადოთ თუ გავერიდოთ?

 

აღნიშნულზე მე გავეცი ზოგადი პასუხი და ვურჩიე ზოგადად სიტუაციისდა მიხედვით როგორ ჯობდა რომ მოქცეულიყო.

 

თამარი თითქმის ყველა ვიზიტზე ახსენებდა სამსახურს და უფრო კონკრეტულად კი, ხშირად საუბრობდა ხელმძღვანელ ნიკაზე.

 

იგი წუხდა, რომ ნიკას მასთან ჰქონდა დისტანციური ურთიერთობა. მაგალითისთის იგი ასახელებდა ასეთ შემთხვევებს, რომ ყოფილა სიტუაცია, როდესაც ნიკა შესვენებისას სხვა თანამშრომლებს პატიჟებდა ყავის დასალევად, ხოლო მას არა.

 

ასევე, თამარი იხსენებდა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მან რაღაც მიწერა ნიკას, ხოლო ნიკამ აღნიშნულზე პასუხი არ დაუბრუნა. თუმცა, სხვა თანამშრომელს, რომელმაც მიწერა ნიკას – დაუყოვნებლივ უპასუხა.

 

იგი ასევე განიცდიდა, რომ მას შეუცვალეს სამუშაო ადგილი და მაგიდა. თვლიდა, რომ იგი ასეთი შემთხვევების გამო იჩაგრებოდა და ექცეოდნენ უსამართლოდ.

 

ყველაზე ხშირად ახსენებდა ამერიკაში ვიზიტს, კერძოდ იგი თვლიდა, რომ მას აუცილებლად ეკუთვნოდა ამერიკაში კონფერენციაზე გამგზავრება, რადგანაც ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, თუმცა არ გაუშვეს.

 

გარდა ამისა, ახსენებდა ვიღაც გოგოს, რომლის სახელი არ უხსენებია და ამბობდა, რომ იგი იყო ახალი მოსული და სარგებლობდა გარკვეული პრივილეგიებით“.

 

წყარო – ფორმულა

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X