23:19 | 2021-07-29 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რას საქმიანობენ სტალინის, აინშტაინის, პრესლის და სხვა ვარსკვლავების შთამომავლები

რას საქმიანობენ სტალინის, აინშტაინის, პრესლის და სხვა ვარსკვლავების შთამომავლები

საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ცნობილი ისტორიული პირების შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები? ცნობილი სახეების ზოგიერთი შთამომავალი მიჰყვა წინაპრების კვალს, ზოგმა განსხვავებული გზა აირჩია.

 


თომას და პოლ აინშტაინი – ალბერტ აინშტაინის შვილიშვილები

 

 

დოქტორი თომას აინშტაინი ცნობილი ფიზიკოსის შვილიშვილია. სამედიცინო სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ და მართავს ამბულატორიულ-ქირურგიულ კლინიკას, ლოს ანჯელესში. საუბრობს ოთხ ენაზე.

 

ალბერტ აინშტაინის კიდევ ერთი შვილიშვილი (გასაკვირი არ არის მათი სიმრავლე, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მოსიყვარულე იყო ცნობილი მეცნიერი) ცნობილი წინაპრის კვალს არ გაჰყვა. მეცნიერების ნაცვლად, მან ხელოვნება აირჩია და მევიოლინე გახდა. ამჟამად ის საფრანგეთის სამხრეთით ცხოვრობს.

 

რაილი ელვის პრესლის შვილიშვილია

 

 

 

როკ-ენ-როლის მეფისა და მისი მეუღლის, პრისცილა პრესლის უფროსი შვილიშვილი დედის კვალს გაჰყვა და სამსახიობო კარიერა აირჩია.

 

დრი ჰემინგუეი – ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი

 

 

იგი დაიბადა 1987 წელს. ახლა ამერიკელი მოდელი და მსახიობია. დრი მუშაობდა ბევრ სამოდელო სააგენტოსთან, მათ შორის Gucci, Jean-Paul Gaultier, Valentino და H&M. 2016 წლის მარტში კი დრი გახდა ფლეიბოის თვის გოგონა.

 

 

ოონა ჩაპლინი – ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი

 

 

ოონა ჩაპლინმა დაამთავრა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია. მსახიობი ახლა 35 წლისაა და მისი კარიერა წარმატებით მიმდინარეობს.

 

კრის ევანსი – იოსებ სტალინის შვილიშვილი

 

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ სტალინის შვილიშვილი, მისი ქალიშვილის, სვეტლანა ალილუევას უმცროსი შვილი, სახელისა და გვარის ასეთი კომბინაციით ცხოვრობს. ქრისტინა ოლგას სახელით დაიბადა, მაგრამ არასდროს უყვარდა თავისი სახელი და შეიცვალა. 2011 წელს მან ინტერვიუ მისცა Daily Mail-ს, სადაც თქვა: „დედაჩემი მთელი ცხოვრება ცდილობდა, თავისი ცხოვრებით ეცხოვრა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის მამაზე არ იყო დამოკიდებული, რადგან ეზიზღებოდა ის, რაც მამამისმა გააკეთა“.

 

ელისონ ლე ბორხესი – ალენ დელონის შვილიშვილი

 

 

ელისონმა ითამაშა ფილმში, „ლურჯი კუნძული“, მაგრამ ამჟამად უფრო მეტად აკეთებს აქცენტს სამოდელო კარიერაზე.

 

ილარია სტილერ-ტიმორი – ლევ ტოლსტოის შვილთაშვილი

 

 

ლევ ტოლსტოის უფროსი ქალიშვილის შვილიშვილი. ილარიას ბებია დაქორწინებული იყო მდიდარ იტალიელ ლეონარდო ალბერტინიზე. წყვილს სამი შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი იყო მართა, ილარია სტილერ-ტიმორის დედა. მიუხედავად იმისა, რომ არ იცის რუსული, ბავშვობიდან იცოდა თავისი გამოჩენილი წინაპრის შესახებ.

 

ემა ფერერი – ოდრი ჰეპბერნის შვილიშვილი

 

 

ბრიტანელ-შვედი მოდელი და ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტი, ემა მხოლოდ 27 წლისაა და ის ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს სამოდელო ბიზნესში. გოგონას ჰყავს ორი უმცროსი ნახევარძმა: გრეგორიო და სანტიაგო.

 

 

დიანა ვიდმაიერ პიკასო – პაბლო პიკასოს შვილიშვილი

 

 

დიანა არის მაია პიკასოს ქალიშვილი – პაბლო პიკასოს შვილიშვილი. მან თავისი ცხოვრება შემოქმედებას მიუძღვნა, ოდნავ განსხვავებული კუთხით. დიანა არის თანამედროვე ხელოვნების ისტორიკოსი,. კვლევითი კომპანიის მფლობელი – DWP Editions, რომელიც აგროვებს ინფორმაციას მისი ცნობილი წინაპრის შესახებ.

 

ნიკოლეტა კონსოლო რომანოვა – რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილი

 

 

ცნნობილი იტალიელი მსახიობის დებიუტი შედგა 2003 წელს, ფილმში – „დაიმახსოვრე, ჩემო სიყვარულო“. იტალიელი პოლიტიკოსის, ჯუზეპე კონსოლოს და ნატალია ნიკოლაევნა რომანოვას ქალიშვილმა  2016 წელს დაიწყო იტალიურ კომპანიასთან მუშაობა რომანოვების საიუველირო ნაწარმის კოლექციის შექმნაზე, რომელიც სამეფო დინასტიის სამკაულებით იყო შთაგონებული.

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X

error: Content is protected !!