fbpx
00:26 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

პრემიერმინისტრის ბაქტერიოლოგი ცოლი და მედიკოსი და – გაიცანით გიორგი გახარიას ოჯახის ყველა წევრი

პრემიერმინისტრის ბაქტერიოლოგი ცოლი და მედიკოსი და – გაიცანით გიორგი გახარიას ოჯახის ყველა წევრი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართ საზოგადოების ინტერესი დღითიდღე იზრდება და აქტუალურობას არ კარგავს. საქართველოს მთავრობის ქარიზმატული ლიდერის პირად ცხოვრებაზე კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

 

პანდემიის კრიზისისას არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ როგორ მოახერხა პრემიერმინისტრმა ინფექციონისტების რეკომენდაციების ზუსტად გაგება და კრიზისის ასე მართვა. ამ თემაზე გახარიას ინფორმირებულობა კი ეს მისი ოჯახის ორ მედიკოს წევრს „დაბრალდა“

 

გახარიას მამა ზაურ გახარიაა, წარმოშობით სენაკიდან. ის პროფესორი და სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” კოორდინატორია. ამბობენ, რომ პრემიერმინისტრი ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამას.

 

დედა მზია ლეჟავა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

10 მთავარი სიახლე - რა გავიგეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან
2020-05-2710 მთავარი სიახლე - რა გავიგეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან

 

პრემიერ-მინისტრის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

 

სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრემიერ გახარიას ოფიციალურ მიღებებზე მეუღლესთან ერთად ვერ შეხვდებით. მისი მეორე ნახევარი ექიმი მარიკა ფანცულაიაა.

 

Mzia Lejava-ს ფოტო.
გიორგი გახარიას მშობლები

 

37 წლის მარიკა ფანცულაია “ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. გახარია-ფანცულაიას წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ანნა ჰყავთ, რომელიც მედიის ობიექტივში პირველად კახა კალაძის ქორწილის შემდეგ მოხვდა.

 

 

ქვეყნის პრემიერმა კახა კალაძის და ანუკა არეშიძის ქორწილში ქალიშვილთან ერთად იცეკვა და მედიაში ამის ამსახველი ფოტო გავრცელდა.

 

ანნა გახარია სკოლის მოსწავლეა და სიმღერა უყვარს. ის კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე გახლდათ, რის შესახებაც ცნობილმა მუსიკოსმა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ გაიგო, როდესაც 2018 წელს, ღამის კლუბებში სპეც-ოპერაცია ჩატარდა.

 

 

 

“გახარიას შვილი ანნა ჩემი მოსწავლეა, რომ მეუბნებოდნენ ვერ ვხვდებოდი და აჰა გავიგე” – დაწერა კაჭკაჭიშვილმა ორი წლის წინ სოციალურ ქსელში, როცა ამჟამინდელი პრემიერი შს მინისტრის პოსტს იკავებდა და ღამის კლუბებში ჩატარებული სპეც-ოპერაციის გამო, პროტესტის მიზნით ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებთან საუბარი ბოდიშით დაიწყო.

 

რაც შეეხება გიორგი გახარიას ოჯახის კიდევ ერთ წევრს, ეს მისი და თამუნა გახარიაა. პრემიერ-მინისტრის დაც ექიმია და ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობს.

 

წლების წინ, პრემიერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მისი დის ქმარი ანდრეი ტოლსტოი გარდაიცვალა. თამუნა გახარია ვაჟს ზრდის.

 

კვირის პალიტრა - ვინ არის პრემიერ ...

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X