22:49 | 2020-05-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

„ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

„ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ყოფილ მეუღლზე ამბობს, რომ ის ბოლომდე მისი შვილის დედად დარჩება. ამის შესახებ ბასილაშვილმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ მიმართვაში დაწერა.

 

„არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა.

 

ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები.

 

სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს.

 

თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

 

Exclusive: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკოლოზ ბასილაშვილი
2020-05-24Exclusive: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკოლოზ ბასილაშვილი
ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +