fbpx
18:41 | 2020-09-10 ავტორი: თამთა თორდია

რას ყვება ნიკოლოზ ბასიალაშვილის ძმა ნეკა დოროყაშვილზე – არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირადი ნივთები დაზიანებულია

რას ყვება ნიკოლოზ ბასიალაშვილის ძმა ნეკა დოროყაშვილზე – არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირადი ნივთები დაზიანებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დოროყაშვილმა ჩოგბურთელის მიერ მოგებული თასები დააზიანა.

„მე ვიყავი მეტისმეტად ტკბილი...“ - ნეკა დოროყაშვილის თამამი ფოტო ინსტაგრამიდან
2020-09-08„მე ვიყავი მეტისმეტად ტკბილი...“ - ნეკა დოროყაშვილის თამამი ფოტო ინსტაგრამიდან

 

დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ნივთები, მათ შორის მოგებული თასებია ასახული.

 

„პრაიმტაიმთან“ ჩოგბურთელის ძნა, თენგო ბასილაშვილს ამბობს, რომ ფოტომასალის გარდა, არსებობს სხვა ვიდეო ჩანაწერიც, სადაც ჩანს დამტვრეული თასები.

 

„სხვას ვერც ვერაფერს ვერ იტყოდა, ნელი ხშირად აკეთებდა ხოლმე ასეთ რამეს. თასების დამტვრევასთან ერთად სხვა პირად ნივთებსაც აზიანებდა. თასების დამტვრევას კი ვადასტურებ. ვიდეოც არსებობს, რომ ნამდვილად დაზიანებულია“, – აცხადებს თენგო ბასილაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ დამტვრეული თასის ფოტოები „პრაიმტაიმს“ წყარომ მიაწოდა.

 

წყაროს მტკიცებით, ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.

 

„ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს – როგორც ჩანს, ამაყობს, რომ ასე ვანდალურად გაანადგურა ნიკა ბასილაშვილისთვის ამდენად ღირებული ნივთები“, – ყვება წყარო.

 

დაზიანებულ ნივთებს შორის არის 2018 წელს პეკინის ღია პირველობაზე მოპოვებული თასი.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X